„უმადურ ადამიანს არ შეუძლია, რომ სიკეთე დაინახოს, ამიტომ შენც არ უნდა დაგწყდეს გული, როდესაც ვიღაც შენ სიკეთეს ვერ დაინახავს. არ უნდა ატეხო განგაში იმის გამო, რომ შენი სიკეთე ვერ დაინახეს. შენ კი არა, ქრისტეს არ დაუნახეს სიკეთე. განკაცდა ღმერთი ჩვენთვის, ჯვარცმა დაითმინა ჩვენთვის, სახეში შეანერწყვეს ჩვენთვის, ღმერთს ეს არაფერი არ სჭირდებოდა. შენთვის გააკეთა მან ყველაფერი და ღმერთის ეს სიკეთეები არ დაინახეს,” – უმადურ და კეთილ ადამიანებზე ისაუბრა მამა შალვა კეკელიამ, სტუმრად, გიორგი დარასელიასთან გადაცემაში.
კომენტარები