პარტია „გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის მიერ 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„არ შევუერთდებით. არაფერი არ ვიცი ამ ხალხის გეგმების შესახებ. თან არ ვენდობი ამ ხალხს, იმიტომ, რომ ძველი გამოცდილება მაქვს. კი თქვეს, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს წარსულსო, მაგრამ ჩემთვის აქვს მნიშვნელობა წარსულს. იქ ისეთი ხალხია, რომ ჯერ ერთიც არანაირი ნდობა არ მაქვს, მეორეც, ის მაინც თქვან, რა მიზნით, რა გეგმა აქვთ, რა ხდება, ეგეც არ არის ცნობილი. არ იციან და აქედან გამომდინარე, არანაირი რეზონი არ გვაქვს, რომ რაიმე ურთიერთობა გვქონდეს მაგ ადამიანებთან“, – განუცხადა მეგრელიშვილმა Pia.ge-ს.
კომენტარები