გუშინ, 20 მაისს საქართველოში ბოლო ზარი იყო. მე-12 კლასელებმა სკოლა დაამთავრეს და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყეს.
სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“ ვრცელდება ვიდეო, რომელიც ბოლო ზარზეა გადაღებული. მძღოლი დიდი სიჩქარით მართავს მანქანას, გვერდით მჯდომი კი უებნება, რომ „240-ით“ უნდა იაროს…
ვიდეო, მოგვიანებით, სავარაუდოდ, წაიშალა.
ვიდეოს “ტვ პირველი” აქვეყნებს და სახეები დაფარულია, რადგან, ავტომობილში მსხდომნი, შესაძლოა არასრულწლოვნები იყვნენ.
კომენტარები