• რეკლამა
  • კონტაქტი
06:11, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ შემიძლია!არ მინდა და არც გავჩუმდები!!!”-რა დავალებას აძლევს ნავალნი რუს ხალხს?

ალია ავტორი - ალია
15:00 03-02-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

კრემლის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთმა ამის საფასური უნდა გადაიხადოს.

ალექსეი ნავალნი რუს ხალხს მიმართავს. ის მოუწოდებს მოსახლეობას, რომ არ შეუშინდნენ პუტინის რეჟიმს და ქუჩებში გამოვიდნენ უკრაინის ომის წინააღმდეგ.

ამასთან, ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ დღეს ბირთვული ომის დაწყების რეალური საფრთხე დგას.

„ჩვენ, რუსებს გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ერი, მაგრამ ახლა მეეჭვება, რომ არავინ ფიქრობს ასე და არც არავინ დაგვიძახებს მშვიდობის მოყვარულ ერს. მოდით, ნუ გავხდებით შეშინებული ერი, ნუ გავხდებით მშიშარები, ნუ მივესალმებით აგრესიულ ომს, რომელიც პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა.

არ შემიძლია, არ მინდა და არც გავჩუმდები. ვერ ვუყურებ როგორ იქცა 100 წლის წინანდელ მოვლენებთან დაკავშირებული ფსევდოისტორიული სისულელეები რუსებისთვის უკრაინელების მოკვლის საბაბი. 21-ე საუკუნეში ჩვენ ვუყურებთ ტანკებს, დაბომბილ სახლებს, დაღუპულ ადამიანებს. ჩვენ ბირთვული ომის დაწყების რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ.

მე ვარ სსრკ-დან. მე იქ დავიბადე და მთავარი ფრაზა იქიდან – ჩემი ბავშვობიდან არის „ბრძოლა მშვიდობისთვის“. მოვუწოდებ ყველას გამოვიდნენ ქუჩებში და იბრძოლონ მშვიდობისთვის. პუტინი არ არის რუსეთი. თუკი ახლა რუსეთში არის რამე, რითაც ყველაზე მეტად შეგვიძლია ვიამაყოთ, ეს არის 6835 ადამიანი, რომელიც დააკავეს, რადგან ყოველგვარი მიმართვის გარეშე გამოვიდნენ ქუჩებში „არა ომს“ პლაკატებით.

ერთ დღესაც ვერ დავიცდი, მიუხედავად იმისა თუ სად ვიქნები ტერიტორიულად. რუსეთში, ბელარუსში, გნებავთ პლანეტის მეორე მხარეს, წადით თქვენი ქალაქის მთავარ მოედანზე სამუშაო საათების დასრულების შემდეგ და შაბათ-კვირას 14:00 საათზე.

მოაწყვეთ მსვლელობები შაბათ-კვირას. უნდა გამოხვიდეთ და მოითხოვოთ ომის დასრულება. თითოეული დაკავებული აქტივისტის შემდეგ კიდევ უფრო მეტად უნდა გამოვიდეს ხალხი ქუჩებში. ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ახლა, 2022 წლის გაზაფხულზე, ჩვენ უნდა გადავიხადოთ ეს ფასი. უნდა ვიყოთ ომის წინააღმდეგ“, – წერს ინსტაგრამზე ნავალნი.

pia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved