• რეკლამა
  • კონტაქტი
16:10, ხუთშაბათი, 28 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ შეხვდეთ არავის არალეგიტიმური რეჟიმიდან – 43 დასავლელი მაღალჩინოსანის მიმართვა

ალია ავტორი - ალია
18:57 01-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,547

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე მსოფლიოს 42 პოლიტიკოსთან ერთად საქართველოს შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

ჯო უილსონი და დასავლური პოლიტიკური სპექტრი ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მოუწოდებენ, გაატარონ ერთიანი პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ და ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმს უარყოფენ.

მოთხოვნათა ჩამონათვალში პოლიტიკოსებმა “ქართულ ოცნებასთან” მაღალი დონის შეხვედრების აკრძალვა და როგორც ივანიშვილის რეჟიმის მსახურთათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის ძირის გამოთხრისთვის პროპაგანდისტების დასანქცირება შეიყვანეს.

ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და პოლიტიკოსები. მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ გატარდეს ერთიანი პოლიტიკა, არ ჩატარდეს მაღალი დონის შეხვედრები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და არალეგიტიმურ რეჟიმს შორის იქამდე, სანამ რეჟიმი არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგის ქვეშ არჩევნების ჩატარებას. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ დასანქცირდეს ივანიშვილის რეჟიმი და “ქართული ოცნების” ოფიციალური პირები, ასევე პროპაგანდისტები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიას ძირს უთხრიან.

ივანიშვილის პარტიამ აირჩია, დააიგნოროს ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების შეშფოთება ბოლო არჩევნებისა და ახალი პრეზიდენტის ცალმხრივად არჩევის შესახებ. მათ ასიათასობით მომიტინგეს საპროტესტო აქციების დროს სისასტიკით უპასუხეს. ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ უნდა დავდგეთ მათ გვერდით.” – წერია წერილში. 

ოფიციალურ განცხადებას ხელს შემდეგი პოლიტიკოსები აწერენ:

  1. ჯო უილსონი, კონგრესის წევრი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე;
  2. რიჩარდ ჰადსონი, კონგრესის წევრი, ჰელსინკის კომისიის წევრი;
  3. მიხალ შჩერბა, ევროპარლამენტის წევრი;
  4. ერიკ-ნილს კროსი, ესტონეთის პარლამენტის წევრი, PACE-ის ALDE ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი;
  5. რ.თ. ჰონ. ტომ ტუგენდჰატი, პარლამენტის წევრი;
  6. რადოსლავ ფოგელი, პოლონეთის სეიმის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  7. ურმას რეინსალუ, ესტონეთის პარლამენტის წევრი;
  8. სტივ კოენი, კონგრესის წევრი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი;
  9. მარკ ვისეი, კონგრესის წევრი, ჰელსინკის კომისიის წევრი;
  10. ირმა კალნინა, ლატვიის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  11. მიხაილ როთი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  12. მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  13. გუსტაფ გოთბერგი, შვედეთის პარლამენტის წევრი;
  14. ლია კვარტაპელე, იტალიის დეპუტატთა პალატის წევრი;
  15. ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიტვის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  16. მიხაელ გალერი, ევროპარლამენტის წევრი, ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა კოორდინატორი;
  17. ჰელმუტ ბრანდშტეტერი, ევროპარლამენტის წევრი;
  18. პაველ ფიშერი, ჩეხეთის სენატის წევრი, საგარეო ურთიერთობათა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
  19. მიხალ ვავრიკიევიჩი, ევროპარლამენტის წევრი;
  20. აგნიეშკა პომასკა, პოლონეთის სეიმის წევრი;
  21. რაინიერ ვან ლანსხოტი, ევროპარლამენტის წევრი;
  22. რასა იუკნევიჩენე, ევროპარლამენტის წევრი, საქართველოს საკითხების მუდმივი რეპორტიორი;
  23. რიხარდ კოლსი, ევროპარლამენტის წევრი;
  24. ოლექსანდრ მერეჟკო, უკრაინის უმაღლესი რადას წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  25. დანიუს ჟალიმასი, ევროპარლამენტის წევრი;
  26. სებასტიან ტინკკინენი, ევროპარლამენტის წევრი;
  27. ნათალი ლუაზო, ევროპარლამენტის წევრი;
  28. ფილიპო სენსი, იტალიის სენატის წევრი;
  29. ულრიხ ლეხტე, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი;
  30. ბერნარდ გეტა, ევროპარლამენტის წევრი;
  31. გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;
  32. იან კელი, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი;
  33. რენდი შიუნემანი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-თავმჯდომარე და ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის მრჩეველი;
  34. კენეთ იალოვიცი, საქართველოში და ბელარუსში აშშ-ის ყოფილი ელჩი;
  35. ლორა თორნტონი, დემოკრატიის გლობალური პროგრამების დირექტორი, მაკკეინის ინსტიტუტი, და საქართველოში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი;
  36. ჰანა ჰოპკო, უკრაინული გამარჯვების საერთაშორისო ცენტრი, უმაღლესი რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე;
  37. დევიდ ჯ. კრამერი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი;
  38. ვიოლა ფონ კრამონი, გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი წევრი;
  39. ჯერალდ კნაუსი, ევროპის სტაბილურობის ინიციატივა;
  40. ბენ ჰოჯესი, (გადამდგარი) გენერალი, აშშ-ის არმიის ევროპის ყოფილი სარდალი;
  41. ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და თავდაცვის ყოფილი მოადგილე;
  42. ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი;
  43. გარი ჯ. შმიტი, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის სპეციალური საპრიზო კატეგორია ახალი თაობის მხარდასაჭერად AD BLACK SEA 2025-ზე
ახალი ამბები

თიბისის სპეციალური საპრიზო კატეგორია ახალი თაობის მხარდასაჭერად AD BLACK SEA 2025-ზე

16:50 08-27-2025
გრადუსებით გაზომილი ფასდაკლება – VELI.store-ზე თიბისი განაწილებით შოპინგისთვის საუკეთესო ამინდია
ახალი ამბები

გრადუსებით გაზომილი ფასდაკლება – VELI.store-ზე თიბისი განაწილებით შოპინგისთვის საუკეთესო ამინდია

15:10 08-27-2025
თეატრ „სახელოსნო 42“-ის შემოდგომის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი
ახალი ამბები

თეატრ „სახელოსნო 42“-ის შემოდგომის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი

12:50 08-27-2025
Tasteit- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული
ახალი ამბები

Tasteit- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული

12:40 08-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved