• რეკლამა
  • კონტაქტი
08:19, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არ შეიძლება მაშველის პერსონალურ გმირობაზე გადიოდეს ადამიანების სიცოცხლეები“ – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
16:44 08-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,035

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

„რას გვასწავლის შოვის კატასტროფა:
საქართველო, მისი ბუნებრივი მდებარეობის და ლანდშაფტის გამო, სტიქიური უბედურებების მიმართ მიდრეკილი ქვეყანაა. შესაბამისად, როგორც ყველა ამგვარ ქვეყანას, სჭირდება სრულად აღჭურვილი და გაწვრთნილი სამაშველო სამსახური.
ნაცვლად ამისა, საქართველოს ხელისუფლება წვრთნის და აღჭურვავს სუსს – როგორ მოუსმინოს და უთვლათვლაოს უფრო ეფექტურად, და ე.წ. სპეცნაზებს – როგორ დაარბიონ უფრო ეფექტურად. ამაში ის უზარმაზარ ფულს ხარჯავს, ნაცვლად იმისა, რომ სამაშველო სამსახური გაწვრთნას და აღჭურვოს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
სტიქიური უბედურებები, ძირითადად, ჩვენი მაშველების სიცოცხლის რისკის ამარაა დატოვებული. არ შეიძლება მაშველის პერსონალურ გმირობაზე გადიოდეს ადამიანების სიცოცხლეები. არ შეიძლება და შესაძლებელიც არაა. ამიტომაცაა მუდმივად მსხვერპლი მოსახლეობაშიც და მაშველებშიც.
მსხვერპლი სტიქიური უბედურების თანმხლები პროცესია, მაგრამ მისი მინიმიზაციაა სწორედ იმის მაჩვენებელი, რამდენად ეფექტურია სახელმწიფო ფორსმაჟორულ სიტუაციებში. ბოლო პერიოდის ყველა ამგვარ ვითარებაში, სახელმწიფო უკიდურესად არაეფექტური აღმოჩნდა და ყველა შემდგომ სტიქიაში ზუსტად იგივე შეცდომები დაუშვა, რაც წინა შემთხვევებში. ეს კი იმის უტყუარი მანიშნებელია, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანების სიცოცხლეს არაფრად აგდებს და, დიახ, თავადაც სტიქიური უბედურებაა ჩვენი ქვეყნისთვის.
სამაშველო სამსახურს სჭირდება საფუძვლიანი რეფორმა. ამგვარ ვითარებაში გამოსავალი სამაშველო სფეროში მსოფლიოს ყველაზე წამყვანი ქვეყნებიდან სარეფორმო ჯგუფის ჩამოყვანა და მათ მიერ ღრმა და საფუძვლიანი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ჩატარებაა. ცხადია, დიდი დაფინანსების გარეშე ეს წარმოუდგენელია. თუმცა ფული ხელისუფლებას აქვს – სუსს და სხვადასხვა ჯურის სპეცნაზებს უნდა ჩამოაჭრას და აქეთ გადაამისამართოს. საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც არ ჩვენ ხელისუფლებას არა აქვს. მათი ინტერესი მოსმენა, თვალთვალი და დარბევა უფროა, ვიდრე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.“
თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved