ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი ამბობს, რომ თბილისი პრაიდის გამართვა არ მოსწონს, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. როგორც მან ჟურნალისტს უპასუხა, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია.
“აი, საქმეც ეს არის, დღევანდელი პრობლემა არ არის. თქვენ ერთ მღვდელმთავარს ეკითხებით უნდა მიეცეთ თუ არა უფლება. ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მე ერთი კაცი გეტყვით, რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემი არ მოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?” — უპასუხა სასულიერო პირმა.
















კომენტარები