• რეკლამა
  • კონტაქტი
23:19, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ მიიღოთ პრორუსული კანონი, ჩვენ რუსეთი არ აგვირჩევია – შშმ პირების ერთობლივი განცხადება

ალია ავტორი - ალია
21:04 04-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
293

“არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული და პრორუსული კანონი!” – “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას შეზღუდული შესაძლებლობის პირები განცხადებით ეხმაურებიან:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები ვავრცელებთ განცხადებას რუსული კანონის წინააღმდეგ.

არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული და პრორუსული კანონი!

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აღნიშნული კანონი დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ მთელ მოსახლეობას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც კიდევ უფრო მოწყვლადები ვართ. ხელს შეუშლის თემში არსებული განსხვავებული აზრის არსებობას, რადგან მაშინაც კი, როდესაც გვაქვს რატიფიცირებული გაეროს შშმ პირთა უფლებათა კონვენცია, არაა უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობა.

ზემოხსენებული თემი მჭირდროდაა დაკავშირებული არასამთავრობო სექტორთან, რომელიც ფინანსდება უცხოური დონორების მხრიდან. ცნობილია, რომ ძირითადად სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება შშმ პირთა დასაქმება, მათი ინფორმირება და მხარდამჭერი სერვისების ჩამოყალიბება/მიწოდება. სწორედ ხსენებული დაფინანსებების დამსახურებაა რომ გვაქვს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა  კონვენცია რატიფიცირებული, სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე ჩართულობის უზრუნველსაყოფად არსებული საკონსულტაციო მექანიზმები, ინკლუზიური განათლება სკოლებში, უფასო სასწავლო კურსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ა.შ.

ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებთ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდამჭერ სერვისებს, შეფერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ხელი შეეშლება ჩვენს საზოგადოებრივ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ თანამონაწილეობას, უფრო მეტად შეგვეზღუდება ავტონომია და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა. ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითმიზანი კი – ევროკავშირი და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებაა. აქედან გამომდინარე, თქვენ ვალდებულები ხართ, გაითვალისწინოთ ჩვენი საჭიროებები და ინტერესები, არ დაუჭიროთ მხარი ჩვენ საწინააღმდეგო, რუსულ კანონპროექტს!

არა რუსულ კანონს!

ჩვენ რუსეთი არ აგვირჩევია!

ჩვენ ვირჩევთ ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს!

ხელმომწერთა სია:

  • ანა სიხაშვილი
  • ესმა გუმბერიძე
  • მარიამ დარბაიძე
  • ინგა მჟავანაძე
  • მარი კორკოტაძე
  • ანა მოსულიშვილი
  • თამილა საგინაძე
  • ივდითი კვიტია
  • ილონა აბსანძე
  • დავით ყვირილიანი
  • გიორგი კისკეიძე,
  • იკო იაკობიძე,
  •  ლიოვა ლუჟანსკი
  • თათო მახარაძე
  • სოფიო ქოქოლაძე
  • კახა აფხაზავა
  • სანდრო ქინქლაძე
  • ნატო კუპატაძე
  • გიორგი ელბაქიძე
  • იაკობი მანჯავიძე
  • გოჩა ბოლქვაძე
  • დეა ერემაშვილი
  • ზეინაბ თურმანიძე
  • ანა ლორთქიფანიძე
  • ნათია გოგოლაშვილი
  • მარიამ დოხნაძე,
  • ანა გოგუაძე
  • მაკა ნათელაური
  • შორენა შავლაყაძე
  • საბა ვაჭარაძე
  • ნინო ქათამაძე.
  • მირანდა ძიძიგური
  • ანჟელა ოვანესიანი
  • გიორგი ენუქიძე
  • ელენე მჭედლიშვილი
  • გურამი გოგოლაძე
  • ბექა გაჩეჩილაძე
  • ლუკა გოგიტიძე
  • სანდრო ზუხბაია
  • ლევანი ინასარიძე
  • საბა ჩაფრავა
  • თათია დათაშვილი,
  • გურამ ფირცხალაიშვილი
  • თამარ ძაგანიშვილი
  • ნიკო ქარცივაძე
  • დავით ქველაძე
  • გია ჯვარშეიშვილი
  • გიო კუპატაძე
  • ალექსი წეველიძე
  • ნინე ულუმბელაშვილი
  • შორენა ძირკვაძე
  • ლელა არაბული
  • ოთო ამირანაშვილი
  • ნინო აღდგომელაშვილი
  • პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
  • მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება
  • – საქართველო”
  • ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა
  • და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი
  • შშმ ქალთა ალიანსი
  • ფონდი აურესი
  • ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების
  • ცენტრი
  • ა(ა)იპ ,,კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
  • თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის
  • ცენტრი_EPC
  • უსინათლოთა ხმა
  • ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  • ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
  • ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების
  • ცენტრი.
  • შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრი.
  • ცვლილებების გზამკვლევი
  • სენტირე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved