• რეკლამა
  • კონტაქტი
07:23, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,არ მესმის რას ნიშნავს “ვემიჯნები რიონის ხეობის მოძრაობას!” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
04:26 07-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

,,რამდენჯერმე საჯაროდ გამიკრიტიკებია რიონის ხეობის მცველთა მოძრაობა ზედმეტი კარჩაკეტილობისა და სხვა ჯგუფებთან ზედაპირული ურთიერთობების გამო.

როდესაც ხანგრძლივ და უთანასწორო ბრძოლაში ხარ ჩართული, თან ასეთ დაუნდობელ და სასტიკ, ჩამორჩენილ საზოგადეობაში ცხოვრობ სირცხვილი არ არის გამოცდილი საერო ადამიანებისგან რჩევის მიღება, მათთან დიალოგი.

იმგვარ შეკრებაში მონაწილეობა, რომელსაც წინ უძღვოდა ადამიანების დასისხლიანება, თვალების ამოფუფქვა, მოტოციკლეტებით მოქალაქეების გადაჯეგვა არის უმძიმესი შეცდომა. იმ ადამიანებსაც უფრო მეტი თანაგანცდით უნდა მოეკიდო, რომლებთაც თავგანწირვით უბრძოლიათ შენ გვერდით, რომელთაც მთელი გულით უყვარხარ. საზოგადოება მხოლოდ მეუფე სტეფანესაგან არ შედგება…

უბრალოდ, არ მესმის რას ნიშნავს “ვემიჯნები რიონის ხეობის მოძრაობას!”, რომელიც უდახვეწილესი და კონგენიალური დეკლარაციებით გამოაცხადეს ჩემთვის პატივსაცემი ადამიანებით დაკომპლექტებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. იმედია, ეს ტექსტები უკვე ლათინურადაც არის თარგმნილი რომის საყდრის იშვიათ გამოცემათა საიდუმლო განყოფილებაში გადასაგზავნად და საუკუნოდ შესანახად.

რიონის ხეობის მცველების გარეშე, ხაიშელების გარეშე, პანკისელების გარეშე, სუფსის ნაპირებზე მცხოვრებთა გარეშე, ზოგადად ადგილობრივი მოსახლეობის გარეშე ვერც ერთი რეგიონის, ვერც ერთი მდინარის გადარჩენა ვერ მოხერხდება; ადგილობრივი მოსახლეობის, ხალხის თანამონაწილეობის გარეშე ვერავინ დაიცავს სოციალურ სამართლიანობას, გარემოს … ხალხის გარეშე ვერც კოლონიალიზმსა თუ ნეოლიბერალური გლობალიზაციის თანმდევ კატასროფებს შეეწინააღმდეგება ვინმე.

ხალხის გარეშე სამოქალაქო საზოგადოების საქმიდან დარჩება ის ბუკლეტები და ბროშურები, რომლითაც გამოტენილია ფეშენებელური ოფისების საკუჭნაოები, ვესტიბიულები და სხვენები! რომელთაც წლებია არიგებენ ყველა შეკრებაზე და მაინც ვერ ამოწურეს ტირაჟი; რომელთა მორჩენილ ნაწილს ბოლოს მაკულატურაში ჩააბარებენ; და კიდევ რამდენიმე პროგრესული ცვლილება რომელიღაცა დადგენილების რომელიღაცა პუნქტში.

რადგან ჩვენს გატანჯულ თანამოქალაქეებს გენდერის კვლევების საღამოს ფაკულტეტი დაუსწრებლად არ აქვთ დამთავრებული, რადგან ამ სისტემაში არ შეუძლიათ თამარ კინწურაშვილისთვის საზომებით წერა, ამიტომ წყალს წაუღია ყველაფერი? ამიტომ მარტო დარჩნენ თურქეთისა და ნორვეგიის ელჩების, ნათია თურნავას მიერ აწყობილი მონსტრის, ლომინაძისნაირი გარეწრების წინაშე? ამიტომ მარტო დარჩნენ ავანტიურისტი ფსევდოკონსერვატორებისა და კოლაბორაციონისტი კლერიკალების ამარა??? ერთ დღეში გინდათ ისეთი გარემოს მიღწევა, რომელიც პოლონეთსა და უნგრეთშიც არ არის ??? ჩეხასლავაკიაზე და აღმოსავლეთ გერმანიის ბიურგერული მოსახლეობის ნაწილზე აღარაფერს ვამბობ.

თუ შეცდომა მოუვიდათ, გააკრიტიკე, დაუმტკიცე შენი სიმართლე, აუხსენი! (თუ ვერც აზროვნებენ და აზრი არ აქვს???) თუ რამით შეგიძლია ქვემოდან დაწყებული მოძრაობის დახმარება, დაეხმარე! დეკლარაციებით თავის მართლება და ადამიანების მიგდება, არ შეიძლება.

ვწუხვარ რიონის ხეობის მცველთა შეცდომების გამო, მაგრამ სულ რომ ჩლიქები და რქები ამოუვიდეთ მარტო არ დავტოვებ მათ ამ ქვეყნისთვის, სოციალური და ეკოლოგიური სამართლიანიბისთვის ბრძოლაში! იქნებ გამოვადგე რამეში…

P.S. კეთილი გულის ადამიანები ისედაც მიხვდებიან რას და როგორ ვამბობ. იდიოტებს კი ვემიჯნები …”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved