მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რომის პაპი განცხადებების გამო გააკრიტიკა, ლეო XIV-მ მას უპასუხა:
„არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის ან სახარებიდან გზავნილის ხმამაღლა წარმოთქმა, რადგან მჯერა, რომ აქ ამისთვის ვარ და აქ ეკლესია ამისთვის არის. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ჩვენ საგარეო პოლიტიკას იმ პერსპექტივიდან არ განვიხილავთ, როგორც შეიძლება ის [ტრამპი] ამას აღიქვამდეს. თუმცა, როგორც მშვიდობისმყოფელს, სახარების გზავნილის მწამს.
„ომის წინააღმდეგ სიტყვით კვლავ ხმამაღლა გამოვალ. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდობისა და შერიგების ხიდების აგებისთვის გზები ეძებონ, ასევე, მოძებნონ გზები იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს, როცა ეს შესაძლებელია, ომი თავიდან აიცილონ“
ტრამპის კომენტარები მოჰყვა პაპის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ირანში აშშ-ისრაელის ომს „ყოვლისშემძლეობის ილუზია“ ასაზრდოებს. მას პირდაპირ არ უხსენებია ტრამპი, თუმცა, აშკარად გულისხმობდა ამერიკის მთავრობას და ამბობდა, რომ ისინი სამხედრო უპირატესობით ტრაბახობენ და ომის რელიგიური მოტივევით გამართლებას ცდილობენ.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ პოსტშიც და ჟურნალისტებთანაც პაპი ლეო XIV გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას “არ მოსწონს პაპი, რომლისთვისაც ბირთვული ირანი მისაღებია” და რომ ლეო XIV “ძალიან ლიბერალური ადამიანია”. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ პაპმა “რადიკალური მემარცხენეების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს”. „ლეო რომ ვატიკანშია, ეს ჩემი დამსახურებაა“, — განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის გამონათქვამები იტალიელმა პოლიტიკოსებმაც გააკრიტიკეს. მათ შორის, მათაც, ვინც ტრამპის მხარდამჭერად მოიაზრებიან და აღნიშნეს, რომ პაპზე თავდასხმა „არ არის გონივრული საქციელი“. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ საუკუნეებია პაპის წინააღმდეგ ასეთი აგრესია არ ყოფილა.
2024 წლის არჩევნებში ტრამპმა კათოლიკე ამომრჩეველთა 55%-ის მხარდაჭერა მიიღო. მისი ადმინისტრაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული კონსერვატორ ევანგელისტებთან.
















კომენტარები