• რეკლამა
  • კონტაქტი
17:30, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არ მაინტერესებს ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს სანდრო ბრეგაძე, ვამბობ იმას რაც სიმართლეა…“ – დავით ნემსაძეა

ალია ავტორი - ალია
18:57 02-16-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ემზარ კვიციანი და გია კორკოტაშვილი ,,კორკოტა” პირველები იყვნენ ვინც სუსის აგენტებთან შერიგებას მთხოვდნენ.

სწორედ იმ მასასთან ვინც იზორიას დავალებით ორგანიზებული ჯგუფით ერთ კაცს თავზე დამესხნენ თანაც ცივი იარაღის გამოყენებით.

არ ვიცი რა მოტივი ჰქონდათ, ფაქტი იყო ის რომ ამ ნაძირლების გადარჩენის ინტერესი იყო.
სისხლის სამართალში არ უნდოდათ რომ საქმე წასულიყო.

არც ერთი და არც მეორე არ მინახავს როცა როცა კლინიკაში გადამიყვანეს, იქ არავინ მოსულა ვეტერან უჩა გუგუჩიას გარდა.

არც ერთს და არც მეორეს არ ამოუღია ხმა როცა ქვეყანა დავტოვე და პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვე.

რისგამო შეტკიოდათ გული სუსის ნომეკლატურაზე არ ვიცი და უკვე არც მაინტერესებს.

ერთადერთი კაცი ეროვნული ძალიდან ვინც უანგაროდ გვერდით დამიდგა ეს იყო სანდრო ბრეგაძე ბოლომდე უღალატოდ და უანგაროდ.

იმ საზარელ ღამეს ჩემს თვალწინ პოსტივის ე.წ ჟურნალისტმა რეალობაში ქოცების ,,მდედრმა” მაკა ნიკოლაშვილმა სანდრო ბრეგაძეს შალვა რამიშვილის სახელით პირადად დაემუქრა ,,ბევრჯერ ,,დაგტროლავთ” facebook -ზე ამის გამოო”

სანდროს არც პოლიციაში და არც სხვაგან არ მიუტოვებივარ.
მაშინ როცა ბევრი გარბის და უფრო ბევრი კიდე საკუთარი თავს ავლენს, რეალურ ადამიანებს ჭეშმარიტად ხედავ.
ზოგადად კაცი გაჭირვებაში იცნობა და არა მაშინ როცა მის ინტერესებში ჭირდები.

არ მაინტერესებს ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს სანდრო ბრეგაძე, ვამბობ იმას რაც სიმართლეა. არც უმადური კაცი არ ვარ და მითუმეტეს არც უსამართლო.

ერის სისხლიან დღეს 9 აპრილს ჩემზე თავდასხმა თანაც ,,ილიას” სახელობის ბაღში იმ ილიას რომელიც ერის სიყვარულის გამო მოკლეს
რათქმაუნდა შემთხვევითი არ იყო.
ეს სპეც სამსახურების რებუსი იყო და მშვენივრად გამაგებიეს რისი თქმაც უნდოდათ.

არც ეგ სპორტ დარბაზი ,,ურბან გარდენი” შეირჩა შემთხვევით თავდასხმის ლოკაციად თურმე სუსის და ახალაია – იზორიას ფულის გამთეთრებლების თავშეყრის ადგილი ყოფილა იმ ე.წ. კლუბი ,,არმიის” წევრების პირადი თვითმფრინავი რომ გაუფორმეს.

რასაც ვიძახოდი ახდა 730 მილიონის გაფლანგვა იზორიას მინისტრობის დროს ოფიციალურად დადასტურდა სახელმწიფო აუდიტის მიერ.

თავდაცვის უწყებაში დღემდე საიდუმლო გრიფები ადევს მასალებს თუ რომელ მსახეობს საჯარო პოლუტიკური ლობიზმისთვის რამდენი თანხა და რა სახის შეიარაღება გადაეცა.
ვინ სად დაასაქმეს და ვის რა ფორა მისცეს პოლიტიკური მსახურებისთვის.
(ოდესმე ეს არქივიც გაიხსნება)

მე არ მაინტერესებს რომელი აგენტს დაავალებენ თავის ოჯახის გადაფარებას კორუფციის შესანიღბად.

ფაქტი ერთია ჩემზე თავდამსხმელი აგენტურული ჯგუფი ვისთან შერიგებას კვიციანი და კორკოტა მთხოვდა ,,გაპრავებულია” იმ მოტივით რომ თურმე ღირსების დამცველ ,,ვაშკაცებს” საკუთარი ნასაქმარის აღიარების შეეშინდათ და დუმილის უფლება გამოიყენეს.

დუმილით იცავენ კონსპირაციის საიდუმლოებებს და არა ოჯახის ღირსებას.

მე შემსრულებლების დონემდე არასოდეს დავალ ასეთ ,,ბერბიჭაშვილებს” ტონას ორასად იყიდიან.

კარგად თქვა რუსთაველმა

,,ეგრე მტრისა არ მეშინის რადგან ცხადად მაწყინარობს მოყვარესა- მტერსა უფრთხი მემოყვრება მაცინარობს”

იმდღიდან ბევრი ,,ეროვნული” გოგო- ბიჭი ჩართეს დეზინფორმაციულ მანქანაში. გამომიგზავნეს კონსტანტინე მორგოშიას აუდიო შეტყობინება სადაც ის რაღაც ანონიმური გვერდის შექმნას ზურგსუკან მაბრალებდა.
ასევე ნინული ქავთარაძის ტექსტური სქრინები სადაც ამავე დეზინფორმაციის გავრცელებით იყო დაკავებული.

ეს გვერდ აუვლელი ფაქტებია და მოვა დრო ყველას სათანადოდ გაეცემა პასუხი, მთავარი ისაა რომ ამ ხალხს ეროვნულთან საერთო არაფერი არ აქვთ.

P.S. საჯაროდ მივმართავ მთავარ პროკურატურას არ მაინტერესებს რას გაასაჩივრეთ და რას გამოასაჩივრეთ.
არც თქვენ და არც მაქაურ პოლიტიკურ სასამართლოს არ ვენდობი.

მოვა დრო და პასუხი მოგეთხოვებათ ამ პოლიტიკური სამართლისათვის, ასეთი თავდასხმა როგორიც მემზე განახორციელეს იზორიაზე ან სხვა ხელისუფლების წევრზე რომ მომხდარიყო, თავდამსხმელთა მთელი ჯგუფი უკვე ციხეში იქნებოდა.

ნურავინ ეცდებით ჩემთან გარიგებას თორე ისეთ პასუხს შემოგითვლით როგორიც კორკოტას და კვიციანს დავაბარე.

წავა თქვენი დამპალი ხელისუფლება და თავიდან მოხდება ამ საქმის გამოძიება.

ამ პოლიტიკური თავდასხმის და ტერორის საერთაშორისო შეფასებაზე, ქოცების წინააღმდეგ ემიგრაციის დაჯავშნაზე და სხვა სიურპროზებზე მე ვიზრუნებ!
ისედაც ყველას გავაგებიე როგორი საბჭოთა მეთოდებით მოქმედებთ და რა KGB -ს სამართალიც გაქვთ.
მიტო დაგიხვდნენ სტრასბურგში გულუხვად.

ყველა გამოიტანს აზრს ვისნ ვინ არის ხალხი ბრძენია.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved