უკრაინის რადის წევრმა დავით არახამიამ, რომელიც მონაწილეობას იღებს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში და კიევის დელეგაციის წევრია, Fox News-თან თქვა, რომ NATO-ს მიერ ცის ჩაკეტვის ალტერნატივად უშუალოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებაზეც თანახმა იქნებიან.
“ვიცით, რომ ბოლო კვლევებით აშშ-ს მოქალაქეების 70%, ამერიკელი ხალხი, მხარს უჭერს, რომ რუსული თვითმფრინავები შევაჩეროთ. ამის გაკეთება სხვადასხვა გზებით შეიძლება, არა მხოლოდ იმ გარანტიების უზრუნველყოფით, რისიც NAთO-ს ეშინია, არამედ ასევე უკრაინისთვის თავდაცვის იარაღების მიწოდებით, რათა თავდაცვა შევძლოთ. არ გვჭირდება NAთO-ს თვითმფრინავები, მოგვეცით საჰაერო თავდაცვის რაკეტები და საქმეს ჩვენით გავაკეთებთ”, – უპასუხა არახამიამ ჟურნალისტის კითხვას, თუ რა შეიძლება იყოს არასაფრენი ზონის გამოცხადების ალტერნატივა.
კომენტარები