• რეკლამა
  • კონტაქტი
15:22, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არ გრცხვენიათ?! ასე რამ დაგაბეჩავათ?!“ – გოგა ხაინდრავა

ალია ავტორი - ალია
15:54 03-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,752

რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს:

„თქვენ მინდა მოგმართოთ, ყველას, სიცრუით გასხივოსნებულებს! არ გრცხვენიათ?! ასე რამ დაგაბეჩავათ?! სინდისი თუ დაკარგეთ, მშობლის ინსტიქტიც მაინც აღარ შემოგრჩათ?! ვერ ხვდებით რას სჩადიხართ?! რაზე აქეზებთ ჩვენს შვილებს?
2023 წელი.
პარლამენტის კიბეებზე სტუდენტი, “მოლოტოვის კოქტეილს“ მოიმარჯვებს და მთელი ქვეყნის გასაგონად გაჰკივის მიკროფონში:
– ხედავ რა ხდება! აბა, აქ მოეთრევი ახლა! აქ! აქ, გამცემ პასუხს…
საკუთარ პედაგოგს იწვევს ასე, წესიერ, განათლებულ, ალალ-მართალ კაცს…
1923 წელი.
ეკლესიაში მღვდელი დგას ამბიონზე, კომკავშირელი ნაგანიდან ტყვიებს ახლის დედა ღვთისმშობლის ხატს და უკივის მოძღვარს:
– ხედავ რა ვქენი! აბა რა გამიკეთა თქვენმა ღმერთმა?! გამეცი პასუხი…
მოძღვარი ხმადაბლა ჰპასუხობს:
– მეტი რა უნდა ექნა, გაუგიჟებიხარ შვილო…
პედაგოგიც ასე ფიქრობს.
იქიდან წამოსული, გზა და გზა დაარბევს ქაშვეთს, ეროვნულ გალერეას, რუსთაველის თეატრს, დაწვავს მანქანებს, დაამსხვრევს ვიტრინებს, გაანადგურებს ყველაფერს რაც ხელთ მოხვდება…
რომელი ჩაიდენდა ამას? კომკავშირელი თუ თანამედროვე სტუდენტი?! ხედავთ მათში რაიმე სხვაობას?!
განსხვავება იმაშია, რომ ის ნაგანიანი, იმ ეპოქაში, მისმა ფარისეველმა გამზრდელებმა, “დიადი კომუნიზმის“ გზას გაუყენეთ! დღეს კი, ეს “მოლოტოვის კოქტეილიანი“ “ლიბერალური ევროპის“!
სად მიდის ეს გზები, ხომ იცით! მშვენივრად იცით! და მაინც ტაშს უკრავთ, აქებთ, სამშობლოს მხსნელებად შერაცხეთ! ვინ?! ბოლშევიზმის, ნეოლიბერალიზმის და კლუბური ნარკოტიკის შხამით მოწამლული, გონებადაბნელებული, სქესარეული, თავგზადაკარგული ახალგაზრდები! ჩვენი შვილები! არ გრცხვენიათ არა?!
მშვენივრად იცით, რომ პირველი: კანონი იყო ამერიკული და არა რუსული! მეორე: ქართული კანონი იყო! საჭირო კანონი! მეტიც, აუცილებელი! აუცილებელი იმიტომ რომ ჩვენ ყველამ, ვიცოდეთ საიდან, რა განზრახვით, რომელი სალაროებიდან და ვის ჯიბეში მიედინება დიდძალი ფული. არა?! არ უნდა ვიცოდეთ?! მხოლოდ, კელიმ, ვიქტორიამ, კარლმა და ვანიამ უნდა იცოდნენ?! ჩვენ არა?! რატომ, რა არის აქ დასამალი. ეს ხომ ჩვენი “სიყვარულით“ კეთდება, ჩვენი “ბედნიერებისთვის“. თვითონ იკლებენ, საკუთარ შვილებს აკლებენ და ჩვენ შვილებს უგზავნიან, “უანგაროდ“, მხოლოდ “კაცთმოყვარეობის“ წადილით. ასე არ არის?
აბა რა დუჟი დაეტაკათ მაშინ ამ “ქველმოქმედებს“ პირზე, რა წიოკი მორთეს “თავისუფალ“ „დამოუკიდებელ“ „დემოკრატიულ“ პრესაში! ან ეს თეთრი, ქათქათა სახლი რამ გაავეშა ესე, დღეში სამჯერ, მსოფლიოს გასაგონად, რომ ცრუობდა და გვწამებდა ცილს, ხან ერთი და ხან მეორე ჩვენი „მოყვარეს“ პირით?! თვითონ უარესი კანონი არა აქვთ?! თუ მათ უსაფრთხოება სჭირდათ და ჩვენ არა?! ანდა სხვა თავის სატკივარი გამოელიათ? მესამე მსოფლიო ომში სამკვდრო სასიცოცხლოდ გაჩაღებულებს, დავიჯეროთ ჩვენი ახალგაზრდების მომავალზე ფიქრით უთენდებათ და უღამდებათ?! გჯერათ??! არა ხომ! და მაინც ამ მსოფლმხედველობის და სიმართლის “ევროატლანტიკურ სივრცეში“ გინდათ შეაცუროთ ჩვენი მომავლის გემი?! იქ ხომ “ტიტანიკი“ ჩაიძირა…“

თეგები: გოგა ხაინდრავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved