ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
მეტის ღირისია პირში წყალჩაგუბებული უნივერსიტეტების, თსუ-ს და “ГПИ”-ს პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსი! ცნობილი ამბავია, არ გიშველათ სიჩუმემ, უსამართლობასთან შემგუებლობამ, ბოროტებასთან დადებული გარიგებამ, “ჩვენ არ შეგვეხოთ და ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ”.
დოსტოევსკის რომ დავესესხო, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც ნებით აირჩიეთ “მორჩილების ტკბილი ტვირთი”, ვინაიდან ქვეყნის და სხვა მოქლაქეების ბედი ფეხებზე გეკიდათ და გჯეროდათ, რომ სიჩუმეს და თავის დახრას დაგიფასებდნენ. ვერ გათვალეთ, რომ უხიაგმა პატრონმა შეიძლება გადაწყვიტოს ერთგული ძაღლის კარში გაგდება!
ნაღდად სიმბოლურია, რომ თქვენ, ორივე უნივერსიტეტის რექტორს და მორჩილ პროფესურას, ახლანდელმა განათლების მინისტრმა, აი, ჯალათ ნაცებს რომ ეძახდით, იმის დამნაშავე პროკურორის, ადეიშვილის, მოადგილე – ხელის ბიჭმა, ტელევიზიით რომ გაგაგებინათ თქვენი მომავალი ბედი! თქვენზე „გადაწყვეტილება მივიღეთო“, ასე ცალყბად რომ გადმოგიგდოთ ტელეეკრანიდან!
ახლა, უმრავლესობა თქვენგანი, ქვეყნის, თქვენი სტუდენტების და თანამოქალაქეების კი არა, საკუთარ უფლებების დასაცავადაც თუკი არ ამოიღებთ ხმას, 20 საუკუნის წინანდელი მონებივით თავდახრილი გულისფრიალით თუკი ჩადგებით რიგში, რათა მთავრობამ გადმოგიგდოთ ახალ დაწესებულებაში პროფესორის ან მასწვლებლის „პაიოკი“, მაშინ ჯობია ჩამოაშოროთ მაგ უნვერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი და დიდი სტალინისა დაუბრუნოთ. ასე უფრო სწორი იქნება, დიად ინკვიზიტორს მართლაც უზარმაზარი შრომა აქვს ჩადებული დაშინებული, ყველა ხელისუფლის ხელში შემყურე ქართველი „ჰომო სოვეტიკუსის“ ჯიშის გამოყვანაში, მართლაც ლომის წვლილი მიუძღვის! იქ, ალბათ, სადმე ბერიას სახელობის სამართლის კათედრასაც შეიძლება გამოუძებნოთ ადგილი, „ლავრენტი პავლოვიჩსაც“ ნუ დაუკარგავთ ღვაწლს დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ იატაქვეშეთში ბრძოლისა და მორჩილი წითელი ინტლიგენციის ჩამოყალიბების დიად საქმეებში!
P.S. როგორც ჩანს, ახლა ყოფილ პოლიციელ-სუსელს იზორიასაც, ვისაც ფასდაუდებელი ღვაწლი აქვს კობახიძის კარიერულ წინსვლაში, დაგინიშნავენ რექტორად , ხოლო რექტორად მომუშავე მაგ ორ გვამს კი ჯერ მავრივით საქმეს გააკეთებინებენ და მერე დამსახურებულ ჭიტლაყსაც ამოკრავენ!














კომენტარები