• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ ღირს არც ერთი სკამი თუ თანამდებობა ქვეყნის ინტერესების ფასად – ზალკალიანი

ალია ავტორი - ალია
19:02 04-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა:

“საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები აცნობიერებენ იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშეა, როგორც გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ასევე გარე გამოწვევების კუთხით.

სასაცილოა უკვე, ძალიან არასერიოზულად გამოვიყურებით ჩვენი პარტნიორების თვალში, მხედველობაში მაქვს ოპონენტების გაჯიუტება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე. დისკუსია სწორედ პარლამენტში უნდა გაგრძელდეს, იქ უნდა ვიდავოთ ყველა თემაზე, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობაზე, უსაფრთხოების თემებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე. მართლმსაჯულების რეფორმა ქუჩაში არ წყდება, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი. პარლამენტში უკვე შემუშავებულია კანონი, მაგრამ იმისთვის, რომ კენჭი ეყაროს, პარლამენტში შესვლაა საჭირო. ბარიერის ცვლილებაზეა იქ საუბარი, რაც ასევე მათთვის გადადგმული ნაბიჯია. ვის, თუ არა მათ და განსაკუთრებით პატარა პარტიებისთვისაა ეს. ბოლო არჩევნებზე სწორედ ამ პატარა პარტიებმა მიიღეს ხმები და ეს აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამას არათუ ჩვენი პარტნიორები აღიარებენ, ჩვენი საზოგადოებაც უკვე ძალიან კარგად აცნობიერებს. მგონი, მივედით უკვე იმ წერტილამდე, როდესაც ყველამ უარი უნდა თქვას თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე. არ ღირს არც ერთი საპარლამენტო სკამი თუ თანამდებობა ქვეყნის ინტერესების ფასად. ყოველი დღე არის დაგვიანებული და თუ ჩვენ დავაგვიანებთ დავრჩებით თამაშგარე მდგომარეობაში დიდ გეოპოლიტიკურ სურათშიც, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაშიც, ჩვენი ეკონომიკის აღდგენაშიც და პანდემიასთან ბრძოლაშიც, რადგან ამას სჭირდება ქვეყნის შიდა კონსოლიდაცია, მათ შორის ამ პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია“

თეგები: დავით ზალკალიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს
ახალი ამბები

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს

16:53 12-08-2025
ახალი ამბები

რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე? – თიბისი

15:42 12-08-2025
ახალი ამბები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

15:10 12-08-2025
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:35 12-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved