მოქალაქე გიორგი ჭიბოშვილი, რომელმაც საკუთარი ავტომობილის საბარგულში 11 წყვილი რუსული სანომრე ნიშნები იპოვა, ვარაუდობს, რომ მას სანომრე ნიშნები “ჩაუდეს”.
ჭიბოშვილმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარეს.
“იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით ვარ დაკავებული, არ გამოვრიცხავ და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს არის ჩადების ერთ-ერთი პრაქტიკა, უბრალოდ მოდიფიცირებული ვერსია. მე ვიცი, რომ იარაღს იყენებენ ჩასადებად, ნარკოტიკებს, მაგრამ რუსული სანომრე ნიშნების ჩადება პირველად გავიგე”, – გიორგი ჭიბოშვილი.
კომენტარები