„არ დავუშვათ 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა!“ – ამ ლოზუნგით, დღეს, 21 თებერვალს, 15:00 საათზე მძღოლები, დილერები, ავტოიმპორტიორი კომპანიები და სექტორში დასაქმებული პირები რუსთავის მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას გამართავენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ დაანონსებული ინიციატივის შეჩერებას, საკითხის საჯარო განხილვასა და სამართლიან რეგულაციებს.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივით, 2026 წლის 1-ელი აპრილიდან ქვეყანაში 6-წელზე მეტი ასაკის ავტომობილების პირველადი რეგისტრაციის აკრძალვა იგეგმება – აკრძალვა არ გავრცელდება ელექტრომობილებზე.














კომენტარები