• რეკლამა
  • კონტაქტი
01:49, ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ დავტოვებ ცოცხალს” – ხელვაჩაურის მერს ლინჩის წესით გასამართლებას უპირებენ

ალია ავტორი - ალია
15:29 10-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე 1-ელ ოქტომბერს, სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ლევან თედორაძის ოჯახის წევრებს ხვდება. შეხვედრა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

როგორც ტრაგიკულად დაღუპული ლევან თედორაძის დედა აცხადებს, უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვისი უყურადღებობის გამოც დაიღუპნენ მისი ოჯახის წევრები.

„ვითხოვთ მერის და გეოლოგიური სამსახურის უფროსის გადადგომას და მათ დასჯას. მათი უპასუხისმგებლობის გამო დატრიალდა ტრაგედია. ახლა გვეუბნება, გამოძიება მიმდინარეობსო. არავინ არაფერს არ გამოიძიებს. ასეთი საქმეებია გამოუძიებელი? არის წლობით შემოდებული თაროებზე.  თუ გამოძიება სამართლიანად არ წარიმართება, მე, გარდაცვლილის დედა, საკუთარი ხელით ვაგებინებ სიცოცხლით პასუხს ყველა დამნაშავეს. არ დავტოვებ არც ერთს ცოცხალს. დამიჭირონ, არ მადარდებს. ან გადადგნენ და დაისაჯონ კანონის შესაბამისად, ან მე აღვასრულებ სამართალს. ამათი უპასუხისმგებლობის გამო დაიღუპა ჩემი ოჯახი. ყველაფერი წაიღო მეწყერმა, არავის მოვუკითხივართ”

ცნობისთვის სოფელ ჯოჭოში მეწყერი 1 ოქტომბერს, ღამით ჩამოწვა. მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი ავტომობილი. გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, მათ შორის ცოლ-ქმარი და მათი არასრულწლოვანი შვილი.

„აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ამ საქმის ფარგლებში მე ჯერ არ ვყოფილვარ გამოკითხული. როგორც ვიცი,  დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს. გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – აცხადებს ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე.

თეგები: მეწყერიხელვაჩაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

12:26 12-10-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა

15:51 12-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved