• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ დავიზარებ და გიპასუხებთ… ცოტა დაფიქრდით, ხალხო!” – ნიკო გორგილაძე ლაზარე გრიგორიადისის პროცესზე

ალია ავტორი - ალია
15:23 06-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
537

ნიკო გორგილაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მათ, ვინც ლაზარესთან დაკავშირებით სისულელეებს მიკომენტარებთ, არ დავიზარებ და ვრცლად გიპასუხებთ, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისს, ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
პირველ ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ დამნაშავეც იმსახურებს სამართლიან სასამართლოს, ამდენად, თქვენი წინასწარგანწყობები გვერდზე უნდა გადადოთ ხოლმე და თვალი ადევნოთ სასამართლო პროცესს, რახან ამას არ აკეთებთ და მთავრობის პროპაგანდას ხართ აყოლილი, გიზიარებთ რამდენიმე დეტალს.
ექსპერტმა, 24 წლის სტაჟით, სასამართლოს უთხრა, რომ პოლიციელის ავტომობილი, რომელსაც მან ექსპერტიზა ჩაუტარა, მთლიანად დამწვარი იყო, თუმცა მასზე აღებულ ანაწმენდებში ექსპერტიზამ ნავთობპროდუქტების კვალი ვერ იპოვა.
სასამართლომ დაკითხა პოლიციელიც, რომელსაც 10 000 ლარზე მეტი ღირებულების პირადი ნივთები ეწყო მანქანაში აქციის ღამეს — 7 000 ლარის ღირებულების ფეხსაცმელები, 3 200 ლარიანი “სმარტ საათი”, 1 300-ლარიანი სათვალე და სხვა ნივთები.
პოლიციელს გამოძიებისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ მან მანქანა უკვე დამწვარი ნახა, სასამართლოს კი მოუყვა, როგორ უყურებდა დაწვის მომენტს.
ამ დეტალების შეფასებით ნაწილში არ შევალ, რადგან თუ ჩამოთვლილ პუნქტებში პრობლემას ვერ ხედავთ, მე ვერაფრით დაგეხმარებით!
და ბოლოს: აწი, სანამ ჩემს პოსტებზე რამეს დაწერთ, გაიხსენეთ თქვენი შვილი ან ოჯახის ნებისმიერი წევრი და თუ მათთვისაც ისურვებდით ამგვარ სასამართლო პროცესს, შემდეგ აკომენტარეთ უგულო ბოდვები!
ასევე, მიმოიხედეთ გარშემო, ოჯახში თუ არა, საახლობლოსა თუ სამეზობლოში მაინც არავინ გყავთ შეღებილთმიანი ან საყურიანი ბიჭი? სამართლიანი იქნებოდა, სასამართლო განაჩენის დადგომამდე გამოეცხადებინა ხელისუფლებას დამნაშავედ და ამომრჩევლისა თუ ტროლ-ბოტების ხელით უკანასკნელი ფორმით შეელახა 21 წლის ბიჭის ღირსება?
ცოტა დაფიქრდით, ხალხო!
#თავისუფლებალაზარეს“
თეგები: ლაზარე გრიგორიადისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved