• რეკლამა
  • კონტაქტი
11:33, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ დასაჯოთ რიგითი მოქალაქეები უვიზო რეჟიმის გაუქმებით, მიზანში ამოიღეთ ნამდვილად პასუხისმგებელი პირები – მზია ამაღლობელი

ალია ავტორი - ალია
16:32 09-27-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,053

საქართველოში ჩემი საკნიდან ევროპას ვემუდარები, რომ რუსეთის ხელში არ მიგვატოვოს, – ამ სათაურით გამოცემა The Guardian „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის სტატიას აქვეყნებს.

„ჩემი კოლეგა ჟურნალისტები ყოველდღიურად თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ დავნებდეთ იმ რეჟიმს, რომელიც თავად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ჩემი საკანი მწვანე ფერშია, იმ ფერში, რომელსაც რედაქციაში ვიყენებდით. საწოლი ვიწროა, მაგრამ ჯერ არ გადმოვვარდნილვარ. როდესაც თავისუფალი ვიყავი, მაგრამ უკვე დაკავებას ველოდი, ვხუმრობდი, რომ ციხე კითხვის საშუალებას მომცემდა. მაგრამ აქ, რუსთავის N 5 ქალთა კოლონიაში, მხედველობა თითქმის დავკარგე. ამიტომ ახლა, მოახლოებულ სიბნელეში ვწერ იმ სიბნელის შესახებ, რომელიც ჩემს ქვეყანას, საქართველოს ნელ-ნელა მოიცავს. ბოლო რვა თვის განმავლობაში, ეს ჩემი ცხოვრებაა საქართველოს რეპრესიული რეჟიმის ქვეშ, რომელიც ცდილობს ჟურნალისტების გაჩუმებას, განსხვავებული აზრის ჩახშობასა და ჩვენი სულისკვეთების გატეხვას“, – წერს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელი ევროპას მოუწოდებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას მხარი დაუჭირონ.

„არ დასაჯოთ რიგითი მოქალაქეები უვიზო რეჟიმის გაუქმებით. მიზანში ამოიღეთ ნამდვილად პასუხისმგებელი პირები: „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლები და მათი ბიზნეს ქსელები. ხმა აიმაღლეთ ქუჩაში მყოფი ხალხისთვის, ციხეებში მყოფი ჟურნალისტებისთვის და იმ საზოგადოების დასაცავად, რომელიც დანებებაზე უარს ამბობს. საქართველოსთვის მხარდაჭერის აღმოჩენა არა სოლიდარობა, არამედ პრაგმატული არჩევანია. სამეზობლოში კიდევ ერთი რეპრესიული რეჟიმი თავად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ახლა საქართველოს მიტოვება რუსეთის აგრესიის დასაჩუქრება იქნება“, – აცხადებს მზია ამაღლობელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved