შემზღუდავი კანონპროექტის მიღების მიუხედავად, პროტესტის 324-ე დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. ხალხი დედაქალაქის მთავრ გამზირზე ისევ გავიდა, მათ შორის იყო არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილიც.
ბეთლემის მაცხოვრის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა ხალხს ბოლომდე ბრძლსიკენ მოუწოდა.
მისი თქმით, “ოცნება” ყოველ უკანონობას, რაც კაცობრიობას ჩაუდენია, აკანონებს, ამიტომაც ახლა დანებება დანაშაულის ტოლფასია.
ხალხს ახლა ვეტყვი – არ დანებდეთ, რადგან ეს მთავრობა ყოველ უკანონობას, რაც კაცობრიობას ჩაუდენია, აკანონებს. ძალიან უკიდურეს მდგომარეობაში არიან და ძალიან მალე ჩამოიშლებიან”, – ამბობს არქიმანდრიტი “პირველებთან”.
კომენტარები