• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არ არის ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა საჭირო! ეს ამ უსაქმური ოპოზიციის დეპუტატების პიარს ემსახურება“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
17:52 04-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
704

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ოპოზიცია ცდილობს, ამერიკის მიერ  მოსამართლეთა დასანქცირების გამო, მოსამართლეთა საქმიანობის  შესახებ  საპარლამენტო  საგამოძიებო კომისიის შექმნას, „ქართული ოცნება“ კი საპარლამენტო პროცედურების გამოყენებით ცდილობს, რომ კომისია არ შეიქმნას. ბევრი კი  ამბობს, ეს კომისია ბევრს არაფერს შეცვლისო, მაგრამ ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ კომისიის საქმიანობისა რომ არ ეშინოდეს, არც ასე გააფთრებული ეცდებოდა მის ჩაგდებას.

– არა მგონია, ამ კომისიის შექმნისა ეშინოდეთ. „ქართული ოცნება“ ცდილობს დაამტკიცოს, დაანახოს ოპოზიციას, თუ ვინ არის უფროსი ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეკუთვნის, რომ ოპოზიციამ 50 ხმით  ამ კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღოს, მათ ეს ნაკლებად აინტერესებთ. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მოსამართლეებს გადაეფროს,  უნდა დაანახოს მათ, რომ ბოლომდე იცავენ. ეს უკვე პრინციპული ამბავია.  რეალურად კი ყველაფერი ნათქვამია. ამერიკის შესაბამის სამსახურებს დიდი ხანია გამოძიებული აქვთ ჩვენი მოსამართლეების დანაშაულებრივი საქმიანობა, დასკვნაც გაკეთებული აქვთ და 4 მოსამართლე დაასანქცირეს კიდეც. ისიც გვითხრეს, რომ ამაზე არ გაჩერდებიან და სხვა მოსამართლეები და ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლებსაც დაასანქცირებენ. მე ადრეც  ვიძახდი, რომ არ არის ამ საგამოძიებო კომისიის შექნმა საჭირო.თუ კომისია შეიქმნა, მერე, მუშაობის პროცესში, შესაძლოა ისეთი რაღაცები წარმოიქმნას, რომ  საბოლო ჯამში მოახერხონ  და ამერიკა დაადანაშაულონ, რომ მათ არასწორი დასკვნა გააკეთეს. ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა თავისთავად არის ამერიკის სახდეპის დასკვნის და მოსამართლეთა  სანქციების  სამართლიანობის ეჭვქვეშ დაყენება. ეს ამ უსაქმური ოპოზიციის დეპუტატების პიარს ემსახურება, რომ მერე  ტელევიზიებში ისხდნენ და საზოგადოებას უმტკიცონ, რომ ძალიან მნიშვნელოვან  საქმეს აკეთებენ. თუ ხალხისთვის რაიმე კარგის გაკეთება უნდათ, საბანკო სექტორის საქმიანობის შესახებ  შექმნან კომისია, გამოიძიონ, როგორ ხდება ხალხის განუკითხავი ძარცვა ბანკების მიერ.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved