ქვეყანაში რამდენიმეთვიანი აქციების ფონზე, სერბეთის პრემიერმინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი თანამდებობიდან გადადგა:
მილოშ ვუჩევიჩის თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და აჩვენონ, რომ მზად არიან, დაეხმარონ საზოგადოებაში დაძაბულობის შემცირებას. ამავდროულად, ვუჩევიჩმა აღნიშნა, რომ „საზოგადოების სერიოზული დაყოფა უცხოეთიდან არის დაგეგმილი“.
“(მთავრობამ) უნდა აჩვენოს… უმაღლესი დონის პასუხისმგებლობა… იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა აღარ გაიზარდოს, მივიღე გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ახლახან გამოვაცხადე”, – თქვა ვუჩევიჩმა.
კომენტარები