შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის თქმით, გუშინდელ აქციაზე სპეცრაზმელებს ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეების მიმართ არ გამოუყენებიათ. როგორც საბანაძე განმარტავს, მათ სპეციალური საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რომელიც, მისი თქმით, საჭიროების მიხედვით გამოიყენება.
“ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეების მიმართ არ ყოფილა გამოყენებული. იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს არის სპეციალური საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი, რომელიც საჭიროების მიხედვით შესაძლებელია გამოყენებული იქნას. ეს არ არის ცრემლსადენი გაზი”,-თქვა საბანაძემ.
კომენტარები