თბილისში, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდასაჭერად მოქალაქეები აქციას მართავენ.
საელჩოსთან რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ფოტოსურათები, ბავშვების ტანსაცმელი და ყვავილები მიიტანეს.
უკრაინის საელჩოსთან დიასპორის წარმომადგენლები და უკრაინიდან ლტოლვილებიც იმყოფებიან.
აქციაზე სანთლები აანთეს და უკრაინის ჰიმნი შეასრულეს.
კომენტარები