• რეკლამა
  • კონტაქტი
23:42, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აქცია რიონის ხეობაში – ადგილობრივები ნამოხვანჰესის მშენებლობას უკვე 35 დღეა აპროტესტებენ

ალია ავტორი - ალია
16:42 11-29-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

საპროტესტო აქცია გაიმართა რიონის ხეობაში – ადგილობრივი მოსახლეობა გიგანტური ჰესის მშენებლობას უკვე 35 დღეა აპროტესტებს. ისინი მშენებლობის შეჩერებასა და კომპანია “ენკას” გასვლას ითხოვენ ტერიტორიიდან.
ამჯერად, ადგილობრივებს დიპლომატიური კორპუსისა და ამერიკის ელჩის კელი დეგნანის დახმარების იმედი აქვთ, რადგან, როგორც თავად აცხადებენ, ხელისუფლებას არ აინტერესებს მოქალაქეების მოთხოვნები:
“ხელისუფლება მთელი ამდენი ხნის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოსულა. გვინდა, რომ ჩვენი არგუმენტირებული პროტესტი ავუხსნათ დიპლომატიურ კორპუსს და მოვუყვეთ, რა ხდება აქ” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
“საქართველოს ისტორიაში არსებობს მურვან ყრუ, რომელსაც არაფერი ესმოდა და თავისუფლად შეიძლება ამ ხელისუფლებასაც ეწოდოს ყრუ, რადგან არაფერი ესმის”, – აღნიშნა ხელისუფლების ოპონენტმა გოგი წულაიამ.
აქციის მონაწილეებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები შეუერთდნენ.
“არ შეწყდება პროტესტი, ვიდრე კომპანია არ დატოვებს ხეობას. მათი განცხადება არის მიუღებელი. ჩვენი ხელისუფლება არის მხარე და არ იცავს მოსახლეობის ინტერესებს, ამიტომ დახმარებისთვის ამერიკის ელჩს მივმართავთ. დაინტერესდეს ჩვენი პროტესტით და მოგვისმინოს. ჩვენ პროტესტს არ შევწყვეტთ” , – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved