• რეკლამა
  • კონტაქტი
20:45, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აქტიურად განვიხილავთ ვარიანტებს სანქციების სფეროში – უკან დაბრუნების გზა არსებობს – ჯეიმს ობრაიენი

ალია ავტორი - ალია
00:50 07-31-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
282

აქტიურად განვიხილავთ ვარიანტებს სანქციების სფეროში – უკან დაბრუნების გზა არსებობს , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენაზე განაცხადა.

მან დაასახელა რამდენიმე ფაქტორი, კერძოდ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, თუნდაც “უცხოური აგენტების” კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ვიდრე რუსულ კანონთან. ასევე, არ წარმოადგენდეს ჩინეთი ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აქტორს.

“ევროკავშირმა თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწვერიანების გზა ახლა შეჩერებულია.თქვენ სანქციების შესახებ იკითხეთ. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ჩვენ ვარიანტებს ამ სფეროში, წინასწარ არაფერს არ განვიხილავ, მაგრამ ამას განვიხილავთ. ეს მხოლოდ მათ არ ეხება, ვინც სარგებელი იპოვა კორუფციისგან, არამედ მათაც, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადეთ პოლიტიკა, რომელიც ამ ტერიტორიაზე უკვე ზღუდავს აშშ-სკენ წვდომისკენ.

ორი რამ: პირველი, საქართველოში მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკან დაბრუნების გზა არსებობს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. ნებისმიერი “გამჭვირვალობის” საჭიროების შექმნა, რომელიც მათ სურთ, თუნდაც ამ “უცხოური აგენტების” კანონის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ვიდრე რუსულ კანონთან შესაბამისობა. არ ჰყავდეთ ჩინეთი, როგორც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის შემქმნელი.ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – აღნიშნა მან.

ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი იმუშავებს კონგრესთან საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე.

ჯეიმს ო’ბრაიენის თქმით, აშშ-მა “ქართული ოცნებისგან” ერთი წლის წინ ნახა არასწორი გზის ნიშნები, რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და იმედი გამოთქვა, რომ ამას კვლავ იხილავს.

“რისი გაკეთება შეუძლია კონგრესს – ვიცი, რომ კანონპროექტზე მუშაობთ და როდესაც შეიმუშავებთ, ვიცი, რომ სამუშაოდ ჩვენ შემოგიერთდებით, როგორც ვმუშაობთ უფრო ფართო შავი ზღვრის სტრატეგიაზე – საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება იყოს, თუ სანდო პარტნიორი იქნება. ასევე, მინდა კონგრესის წევრების ძალისხმევა აღვნიშნო მესიჯის მიტანის მხრივ, რომ საქართველოს ორპარტიულ, დიდი ხნის მეგობრებს სჯერათ, რომ ეს არასწორი გზაა. ერთი წლის წინ ვნახეთ არასწორი გზის ნიშნები და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მხრივ. იმედი მაქვს, რომ ამას კვლავ ვნახავთ”, – განაცხადა მან.

თეგები: ჯეიმს ობრაიენი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved