• რეკლამა
  • კონტაქტი
14:06, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აქტიურად ავრცელებენ სიცრუეს, რომ კანონი ეხება ფიზიკურ პირებს ან მით უმეტეს, ავალდებულებს მათ სადმე დარეგისტრირებას – „ფიზიკური პირი” კანონში საერთოდ არაა ნახსენები – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:52 05-18-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

ადამიანის შესახებ კონფიდენციალური, პირადი, საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვის სფეროს მკაცრად არეგულირებს „პერსონალური ინფორმაციის დაცვის“ კანონი, რომელიც არანაირ წინააღმდეგობაში თუ „ურთიერთგადაფარვაში” არ შედის გამჭვირვალობის კანონთან” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით ეხმიანება ოპოზიციის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მმართველმა გუნდმა კანონში ფარულად შეიტანა ცვლილებები, რომელიც ფიზიკური პირების დაჯარიმებას გულისხმობს.

ვრცელ პოსტში ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ „ფიზიკური პირი” კანონში საერთოდ არაა ნახსენები. რაც შეეხება კანონში ნახსენებ, “იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის უფლებას, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი” – ეს ვალდებულება ეხება მხოლოდ შესაბამის NGO-ოს ან მედია ორგანიზაციის ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

„გუშინდელი სახალხო „განაჩენის” გადაფარვის მიზნით, დაიწყეს მორიგი დეზინფორმაცია და ცილისწამება. ერთი უბედურება, როდესაც პრინციპულად არ კითხულობდნენ კანონს, ჩაანაცვლა მეორე უბედურებამ – წაკითხვა კი დაიწყეს (რაც კარგია), ოღონდ გამრუდებულად და იქ არარსებული აზრების საჯაროდ გამოტანით. რომელი ვარიანტი ჯობდა – კითხვა/არ კითხვა – საკითხავი ეს არის.

აქტიურად ავრცელებენ სიცრუეს, რომ კანონი ეხება ფიზიკურ პირებს ან მით უმეტეს, ავალდებულებს მათ სადმე დარეგისტრირებას – “ფიზიკური პირი” კანონში საერთოდ არაა ნახსენები. რაც შეეხება კანონში ნახსენებ, “იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის უფლებას, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი” – ეს ვალდებულება ეხება მხოლოდ (!) შესაბამის NGO-ოს ან მედია ორგანიზაციის ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რათა დადგინდეს მათი უცხოეთიდან მიღებული ხარჯების წლიურ 20% ხომ არ აღემატება.

შესაბამისად, მოთხოვნილი აღნიშნული კონკრეტული ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. მხოლოდ (!!) ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ამ უფლებამოსილმა პირმა და არა ზოგადად: სქესის, სქესობრივი კონტაქტების, სარწმუნოების, რასის, შარდის, განავლის თუ სისხლის ანალიზების შესახებ – როგორც ამას ჩვეულ სტილში უტიფრად ტირაჟირებენ “ლეგიონის” მსახურები.

ადამიანის შესახებ კონფიდენციალური, პირადი, საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვის სფეროს მკაცრად არეგულირებს “პერსონალური ინფორმაციის დაცვის” კანონი, რომელიც არანაირ წინააღმდეგობაში თუ “ურთიერთგადაფარვაში” არ შედის გამჭვირვალობის კანონთან. “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონი” მოუწოდებს ყველა შესაბამის ორგანიზაციას – ითანამშრომლოს იუსტიციის სამინისტროსთან და მაშინ არანაირი დამატებითი კომუნიკაციების, მათ შორის ფიზიკურ პირებთან, მაგრამ (!!!) მხოლოდ ორგანიზაციის ხარჯების დადგენის მიზნით – საჭიროება არ დადგება!

“შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ” (იოანე, 8:32),” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved