ყოფილი მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია, რომელიც სასჯელს იმავე ციხეში იხდის, სადაც მესამე პრეზიდენტია მოთავსებული, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ციხეში ყველა სოლიდალურია.
ამასთან, “ნოდარ მელაძის შაბათის” სიუჟეტში ბაჩო ახალია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი კრიზისებიდან გამარჯვებამდე მისვლის დიდოსტატია.
“აქაურობაზე როგორც წესი მე არ ვსაუბრობ ხოლმე, თუმცა ერთი ფაქტია… დღეს, რომ აქ არჩევნები ტარდებოდეს, იმ ხალხში, ვინც დღეს პრეზიდენტის პატიმრობას მეთვალყურეობს, მათშიც სააკაშვილი აიღებდა ხმების უმრავლესობას. აქაც კი ყველა სოლიდარულია მის მიმართ. რაც შეეხება გაუჭირდება თუ არა, სანამ ბრძოლა შეეძლება მგონი არ გაუჭირდება არაფერი. ვიცი, რომ ბრძოლისთვისაა გაჩენილი და ყოველთვის ყველაზე ეფექტურია როცა იბრძვის. შიმშილობა არასასიამოვნო, სარისკო გაზაა, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით ასეთი არაორდინალური და რისკიანი გზით იარა ამ ლიდერმა მთელი თავისი კარიერის მანძილზე. ის არის კრიზისებიდან გამარჯვებამდე მისვლის დიდოსტატი. მთავარია ჯანმრთელობის შენარჩუნება. დანარჩენს მისი თავდადება მარტივად მოიტანს,” – ამბობს წერილობით ინტერვიუში ბაჩო ახალაია.














კომენტარები