• რეკლამა
  • კონტაქტი
06:36, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აქ შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო ომის ქარტია“ – შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ქარტიაზე

ალია ავტორი - ალია
17:44 05-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
467

ჩვენ ვნახეთ ის, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ არანაირი ფრაგმენტაცია არ არსებობს ოპოზიციაში. სინამდვილეში ეს არის ერთი ძალა და სალომე ზურაბიშვილი არის ამ რადიკალური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. გუშინ ზუსტად ეს ვნახეთ ამ ე.წ. ქარტიის სახით, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ომის ქარტია, იმიტომ რომ აქ შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო ომის ქარტია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ასეც დააანონსეს კიდევაც. დააანონსეს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება რეპრესიები და ეს რეპრესიები დაანონსდა „ნაცმოძრაობის“ სტილში, ამიტომაც გასაგებია, საითკენ არის მოწადინებული ეს ე.წ. ერთობა. საბოლოო ჯამში ამ ერთობის მიზანიც ეს არის: ვერანაირად რომ ვერ დაარწმუნეს მოსახლეობა, რომ თითქოს არიან ცალ-ცალკე ძალები, შეიკრიბნენ ისევ იმ ერთიან ფანჩატურში, რომელშიც ისინი არაერთხელ იყვნენ. პრინციპში ერთსა და იმავე მდინარეში შედის ოპოზიცია. კარგია, რომ საბოლოო ჯამში აქამდე მივიყვანეთ ოპოზიცია, რომ კვლავ ერთ ფანჩატურში შეიკრიბნენ, კვლავ ზუსტად იმავე მდინარეში შევიდნენ, სადაც იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2020-ში. შედეგი ყოველთვის ერთი არის. კარგია, რომ ის ფარსი, რომლის მიყიდვასაც ცდილობდა ოპოზიცია მოსახლეობისთვის, თითქოს ეს იყო რაღაც სხვადასხვა ძალა, ეს ფარსი დავასრულებინეთ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონმა ეს შედეგიც გამოიღო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved