ექსპერტი ამირან სალუქვაძე:
„მაკრონმა თქვა, რომ თუ სიტუაცია არ დამშვიდდება, მომიწევს ინტერნეტის გათიშვაო. ჯერ არ დაუგმიათ?
მანამდე თქვა მშობლებმა შვილებს მიხედეთო, ქუჩაში ნუ უშვებთო, ცუდი ფილმების და თქმაშების ბრალიაო.
ჰოდა, რა ვიცი… გაეროს მოუწოდებია საფრანგეთის მთავრობისთვის მომიტინგეთა უფლებები დაიცავითო.
არადა გადაწვეს ნახევარი საფრანგეთი. ჯერ მარტო მარსელის ბიბლიოთეკა რად ღირს?! მილიარდი ევროს ქონებრივი ზარალი, ეს რაც პირდაპირია და რასაც აწი დათვლიან?!
აქ არავინ დაჰგმო გაეროს განცხადება? ან საფრანგეთს ხომ არ დაუწუნეს დემოკრატიის ხარისხი?
შემდეგ პოსტში გირჩს და მათ მავნე პოლიტიკას უნდა დავუბრუნდე.“
კომენტარები