• რეკლამა
  • კონტაქტი
01:35, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აპრილის თვის პროგნოზი: როგორი ამინდი გველოდება მომდევნო თვეში

ალია ავტორი - ალია
12:38 03-22-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35,378

თბილი დღეების შემდეგ, 17 მარტიდან ისევ შეიცვალა ამინდი და საკმაოდ აგრილდა. რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი წვიმიანი და გრილი ამინდი და, ზოგადად, როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? – ამ საკითხზე გრძელვადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს:
– გაზაფხული საკმაოდ ცივად დაიწყო. 1-ელი და 2 მარტი თოვლიანი იყო, მერე გამოიდარა და ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა, როგორც დასავლეთ, ასევე – აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურამ 32 გრადუსს მიაღწია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 30 გრადუსამდე ავიდა, რაც საკმაოდ იშვიათობაა. ყოველთვის ასე არ ხდება. შემდეგ საქართველოში კვლავ ცივი ჰაერის მასები შემოიჭრა, ამიტომ უმეტეს რაიონში ნალექი იყო. მაღალ მთაში თოვლი მოვიდა. ასეთი ცივი ამინდი გრძელდება კვირის ბოლომდე. კვირას შესუსტდება ინტენსივობა და ზოგან გამოიდარებს. შემდეგი კვირა, 24 მარტიდან თვის ბოლომდე, უმეტესად ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ტემპერატურა ნელ-ნელა აიწევს და კვირის ბოლოდან ისევ მაღალ ნიშნულს ველოდებით, როგორც დასავლეთ, ასევე -აღმოსავლეთ საქართველოში.
დასავლეთ საქართველოში, შესაძლებელია, ტემპერატურამ 28-30 გრადუსამდე მოიმატოს. აღმოსავლეთ საქართველოშიც უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურა მოიმატებს 27- 28 გრადუსამდე, დაბლობსა და ბარში. მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ტემპერატურა 25-26 გრადუსამდე აიწევს, მაღალ მთაში 19-20 გრადუსამდეც შეიძლება, მოიმატოს. ასევე, გაიზრდება ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს მთებსა და მაღალმთიანეთში. მთებში 25 გრადუსამდე აიწევს ტემპერატურა, მაღალმთიან რაიონებში კი – 17-18 გრადუსამდე.

მომდევნო თვე ანუ აპრილი საკმაოდ თბილი იქნება. მოიმატებს ტემპერატურა და მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება აპრილის დასაწყისშიც.

– პერიოდულად იწვიმებს კიდეც?

– 23 მარტამდე ნალექი იქნება, დაბლობსა და ბარში იწვიმებს, მაღალმთიან რაიონებში თოვლი გაგრძელდება, ამ კვირის ბოლომდე, მომდევნო კვირიდან კი გამოიდარებს და თვის ბოლომდე მთელ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. წელს, აპრილში, ნორმასთან შედარებით ნაკლები იქნება ნალექი, თუმცა მაინც გაზაფხულის თვეა და კლიმატით აპრილი ყველაზე უხვი ნალექით გამოირჩევა. ამ კვირაში დამთავრდება ნალექიანი დღეები, 24 მარტიდან უკვე გამოიდარებს და თვის ბოლომდე, 31 მარტამდე, უნალექო ამინდი იქნება.

– თითქოს წელს, სხვა წლებთან შედარებით, მარტში ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო… ასეა?

– მაღალი ტემპერატურა ყოფილა წინა წლებშიც. კერძოდ, 2008 წელს იყო ასეთი თბილი მარტი, მაშინაც 32 გრადუსამდე ავიდა ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში და ეს რეკორდები წელსაც განმეორდა დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის – თბილისშიც, წელს მაღალი ტემპერატურა იყო.

მაგალითად, 18 მარტს თბილისში 29 გრადუსი დაფიქსირდა. დედაქალაქში წელს მოიხსნა რეკორდი, მარტში არასდროს ყოფილა თბილისში ასეთი მაღალი ტემპერატურა.
– წელს უხვთოვლიანობაც იყო….

– მარტი, ზოგადად, ცვალებადი ამინდით ხასიათდება. მარტში თოვლი არ არის იშვიათობა. 2022 წელსაც ასეთი თოვლიანი და ცივი იყო მარტი და 2022 თბილისშიც მოვიდა თოვლი.

საქართველოს მთებისთვის და მაღალმთიანეთისთვის მარტში ასეთი თოვლი არ არის გამონაკლისი. შარშანაც კი იყო მარტის შუა რიცხვებამდე მთიან კურორტებზე თოვლი და სეზონი. ეს უჩვეულო არ არის, თუმცა აჭარისთვის საკმაოდ უხვნალექიანი გამოდგა და საკმაოდ დიდი იყო თოვლის საფარი – 3 მეტრს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში მაღალი ტემპერატურა იყო, თოვლის საფარი კვლავ ნარჩუნდება.

– ახლა საყურადღებოა დნობის პროცესი. თბილი ამინდები ხომ არ დააჩქარებს ამ პროცესს და პრობლემებს ხომ არ შექმნის?

– მაღალი ტემპერატურა იწვევდა ინტენსიურ დნობას, ამიტომ ცოტა სახიფათოც იყო, რადგან მდინარეები შევსებული იყო წყლით, მაგრამ ახლა ისევ აგრილდა და ამან შეანელა დნობის პროცესი. წყალდიდობის საფრთხე იყო, მაგრამ ეს საფრთხე შენელდა. დიდხანს რომ გაგრძელებულიყო ცხელი ამინდი, თოვლის საფარის სიმაღლიდან გამომდინარე, მდინარეების დონე ძალიან მოიმატებდა. მდინარეების დონე ახლაც არის მომატებული, მაგრამ სახიფათო პერიოდი გადავიარეთ.

– ზაფხული როგორი გვექნება?

– ზაფხულზე ჯერ ადრეა საუბარი. გაზაფხული თბილი ვივარაუდეთ და ასეც მიდის, მთლიანად დარჩენილი პერიოდი – მარტი, აპრილი და მაისი საკმაოდ თბილი პერიოდია – ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მეტი. მაისიც თბილი იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულ ცხელი დღეები იქნება, ხანდახან დაიკლებს ტემპერატურა, იწვიმებს კიდეც. თუმცა, საერთო ჯამში, გაზაფხული შედარებით თბილი იქნება.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved