• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აფრასიძეები, ოგბაიძე, ხაინდრავა – რას ჰყვება სააკაშვილი მათზე?

ალია ავტორი - ალია
13:43 05-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23,007

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საუბარია 7 ნოემბრის საქმეზე. პროცესს მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად, “ვივა მედიდან” ჩაერთო და 10 წუთიანი სიტყვის უფლებით ისარგებლა.

აფრასიძეები მსხვერპლებად გამოიყვანეს. აფრასიძეები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, გაანადგურეს, მთელი ქონება წაართვეს, გადაუარეს სვანეთს და დანარჩენ საქართველოშიც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამ აფრასიძეებზე ახლა იძახიან, რომ ისინი იყვნენ თურმე უბედური მსხვერპლები რეჟიმის. აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები. ესენი რომ არ მოსულიყვნენ, ბევრად მეტი იქნებოდა. ამათ გააჩერეს სვანეთის გვირაბის მშენებლობის პროექტი, რომელიც ახლა გადაქცეულია გაურკვეველ წარმონაქმნად.

ოგბაიძე იყო საქართველოს ბოლო გაის წევრი, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ და ეს ოგბაიძე გამოდის და იძახის, რომ მე მქონდა ბიზნესები, მიწებიო და სააკაშვილის ნათესავებმაო, ჩემს ბიძაშვილზეა საუბარი, რომელიც ამერიკაში დაიბადა, იქ ცხოვრობს, იმან წამართვაო. 

ჯერ ერთი საკითხი, საიდან ჰქონდა სახელმწიფო მოხელე ოგბაიძეს ამდენი ბიზნესი და მიწები? რანაირად გამოდის, რომ ჩემმა ბიძაშვილმა თურმე წაართვა, რომელიც ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს, დღე და ღამე მუშაობს და ოგბაიძე იხრჩობა ფულში?
გამოიყვანეს ხაინდრავა, რომელმაც დახვრიტა… მას შემდეგ, რავ პუტჩისტებმა ვითომ გაუშვეს ზვიად გამსახურდია, აქედან, ხაინდრავა წამოეწია ბარათაშვილის ხიდზე და გაუხსნა ცეცხლი და დახვრიტა მათი ავტობუსები. 

ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია. კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების.

ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომლის ამოცანაა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება, ეს ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება, ეს არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა. ასეთი მტრები საქართველოს არ ჰყოლია საუკუნეების განმავლობაში. რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ, მე ჩემს ადგილს საქართველოს ისტორიაში ვერ წამართმევთ და ისტორია, მე, რა თქმა უნდა, გამამართლებს, – თქვა სააკაშვილმა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved