აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე დრონები შენიშნეს.
“ადგილობრივ ტელეგრამ-არხებში მომხმარებლები წერენ, რომ ისმოდა საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმები. ამ დროისთვის ოფიციალური კომენტარი გავრცელებული არ არის.
ამავე დროს, ცნობილია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობას აგრძელებს სოჭშიც, სადაც დრონების თავდასხმის გამო აეროპორტი დროებით დახურულია”.
მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აფხაზეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო აპარატების შეღწევის შემთხვევები დაფიქსირდა. უწყებამ მოქალაქეებს მოუწოდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ მიუახლოვდნენ დრონების ან მათი ფრაგმენტების ჩამოვარდნის ადგილებს და არ შეეხონ მათ, რადგან შესაძლოა ისინი ასაფეთქებელი ან რადიოაქტიური ნივთიერებებით იყოს აღჭურვილი.














კომენტარები