• რეკლამა
  • კონტაქტი
08:31, პარასკევი, 6 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აფხაზეთის დაცემის დღეს მერია კონცერტს მართავს! – “საღამოს ცეკვები არ გამოგვაპაროთ”

ალია ავტორი - ალია
18:52 09-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

თბილისის მერია, ამ წუთებში ინფორმაციას ავრცელებს და გვატყობინებს, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში, დღეს, რიგით მეათე თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი გაიხსნა.

“აფხაზეთის დაცემის დღეს, სიმბოლურად, ფესტივალის პირველი კონცერტი გამართა გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ,  ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრო.”

თბილისის მერია მადლობას უხდის ფესტივალში მონაწილე გუნდებს და ორგანიზატორებს და რომ ასეთ რთულ პანდემიურ ვითარებაში მაინც მოამზადეს საფესტივალო პროგრამა. მერიის ინფორმაციით, 4 კონცერტი გაიმართება.

კონცერტები ჩატარდება დღეს, 27 სექტემბერს, 10 ოქტომბერს, 11 ოქტომბერს და 14 ოქტომბერს.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო გადაიდო სკოლის დირექტორთა კონკურსი, თუმცა, არ გადაიდო დირექტორთა გათავისუფლება.

პანდემიის გამო აიკრძალა ქელეხის და ქორწილის სუფრა.

პანდემიის გამო, ჩაიკეტა აჭარა.

პანდემიის დროს რეგულაციების შეუსრულებლობისთვის, უამრავი ადამიანია დაჯარიმებული.

შეწყვეტილია სწავლა სკოლებში!

მიუხედავად ამისა, ფესტივალები და კონცერტები ტარდება!

“ალია” ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ გუნდებს, რომლებიც მონაწილეობენ კონცერტებში – თითოეული გუნდის კონცერტს, მხოლოდ ოჯახის წევრები რომ დაესწრნონ, მაშინაც კი მინიმუმ 200 ადამიანზე მეტნი იქნებიან შეკრებილნი.

ან კორონავირუსს არ უყვარს კონცერტი, ან ხელისუფლებას არ ვუყვარვართ ჩვენ!

კიდევ უფრო საგანგაშოა ფაქტი, რომ აფხაზეთის დაცემის დღეს, მაშინ როცა ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს თავზეც კი დაუშვეს დროშა გლოვის ნიშნად – თბილისის მერია კონცერტს მართავს, კონცერტს და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას “აიძულებს” დღეს ამ კონცერტში მონაწილეობას. თბილისის მერია, სწორედ ასე იწყებს განცხადებას: “აფხაზეთის დაცემის დღეს, ფესტივალის პირველი კონცერტი“

საღამოს ცეკვებს სად მართავთ, გაგვაგებინეთ! არ გამოგვაპაროთ!

“ალია” გთავაზობთ იმ გუნდების სიას, რომლებიც კონცერტებში მიიღებენ მონაწილეობას:

გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი “ფიროსმანი”, ახალგაზრდული შერეული გუნდი “თუთარჩელა”,  ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “მძლევარი”,  საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი “ლირა”, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი “ერქვანი”, გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, ანსამბლი “მართვე”, თბილისის ქალთა გუნდი, ნ. სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი “ბიჭები”, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტური კაპელა, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი.

თეგები: თბილისის მერიაკახა კალაძეოკუპაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:44 02-05-2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
ახალი ამბები

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

14:04 02-05-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved