აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბათუმის ინციდენტის შემდეგ რუსულ ლაინერ Astoria Grande-ს აფხაზეთში სტუმრობას და გულთბილ დახვედრას პირდება. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო tass წერს.
“რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული მომსახურებების გაფართოებაში, საკრუიზო ლაინერიების მომსახურების გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით პერსპექტიულად განვიხილავთ”, – განუცხადა ბჟანიამ რუსულ სააგენტო tass-ს ბათუმის პორტში რუსი ტურისტების წინააღმდეგ აქციის კომენტირებისას.
მისივე თქმით, დიდი სიხარულით იწვევს ის აფხაზეთში ლაინერს და რუს ტურისტებს გულთბილ მიღებას პირდება.
“თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი “კნიაზ ვლადიმირი”, Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი”, – ამბობს ბჟანია.














კომენტარები