• რეკლამა
  • კონტაქტი
14:41, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა“

ალია ავტორი - ალია
12:51 06-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა – ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი, ადვოკატ თამთა მიქელაძე ავრცელებს:

„აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა. იმავე საქმეზე, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანი მის ექსტრადიციას ბაქოში ითხოვდა და რომელიც აშკარად ფაბრიკაციული იყო და ჟურნალისტის პოლიტიკური დევნის ნიშნებს შეიცავდა, გამოძიება და დევნა განახლდა, თითქოს დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ ამ საქმეზე ჟურნალისტის მიმართ გამოძიება და დევნა შეწყვეტილი იყო და, შესაბამისად, ექსტრადიციის მოთხოვნაც შეჩერდა, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა. ახლა კი, აზერბაიჯანში დეპორტაციიდან 65 დღეში, ის იმავე საქმეზე, იმავე საფუძვლით დააკავეს. ეს ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ეს პროცესი წინასწარ დაგეგმილი, კოორდინირებული და ფაბრიკაციული სპეცოპერაცია იყო, რომელშიც „ქართული ოცნების“ რეჟიმიც ღიად მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდეც აფგან სადიგოვი ამ საქმეზე არაერთხელ შეაჩერა აზერბაიჯანის პოლიციამ და ყოველ ჯერზე ჰპირდებოდნენ, რომ ეს ტექნიკური პრობლემა იყო და მისი შეჩერების მიზეზი მხოლოდ ის გახლდათ, რომ ბაზებში მონაცემები უნდა განახლებულიყო. რა ელის ახლა აფგან სადიგოვს ციხეში, სადაც უმძიმესი პირობებია და პოლიტიკური პატიმრების მიმართ მოპყრობა კიდევ უფრო სასტიკი და არაადამიანურია? რამდენი წელი მოუწევს მას ციხეში ყოფნა? რა ბედი ელის მის ოჯახს, რომელიც ევროპაშია გახიზნული და სრულიად მარტო რჩება?

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის დალოდებაც კი არ მოინდომა აზერბაიჯანმა და ორ თვეში ჟურნალისტი იმავე საქმეზე, იმავე საფუძვლით დააკავა.

აზერბაიჯანი და საქართველო მოქმედებდნენ ბოროტი განზრახვით, კონვენციური ვალდებულებების საწინააღმდეგოდ და ეს აუცილებლად გახდება ევროპული სასამართლოს უმძიმესი გადაწყვეტილების საფუძველი.

აფგან სადიგოვის საქმე უკვე დიდი ხანია გასცდა ერთი ჟურნალისტის ინდივიდუალური ისტორიის საზღვრებს. ეს არის ტესტი იმისა, რამდენად (არა)ეფექტიანად მუშაობს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვის სისტემა მაშინ, როდესაც ორი სახელმწიფო ერთდროულად მოქმედებს პოლიტიკური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის ინტერესით და ტრანსნაციონალურ რეპრესიას მიმართავს. არ ვიცი, რა ვუსურვო სადიგოვების ოჯახს, გარდა გაძლებისა და ისტორიის ჩარხის მიმართ იმედის არდაკარგვისა. იმედისა, რომ დიქტატორები აუცილებლად მთავრდებიან“,- წერს თამთა მიქელაძე.

თეგები: აფგან სადიგოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved