• რეკლამა
  • კონტაქტი
20:36, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

ალია ავტორი - ალია
14:54 01-17-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,011

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC) ავრცელებს.

SJC-ის ცნობით, გუშინ, 16 იანვარს, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს მოსამართლე ნინო ენუქიძის, დადგენილება ჩაბარდა, რომლის თანახმადაც სასამართლომ მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ე.წ. ტროტუარის საქმის წარმოება შეწყვიტა მის ქმედებაში შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო და საქმე შემდგომი რეაგირებისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადასცა.

გუშინ, 16 იანვარს, აფგან სადიგოვს ჩაბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ნინო ენუქიძის, დადგენილება, რომლის თანახმადაც სასამართლომ მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა მის ქმედებაში შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო და საქმე შემდგომი რეაგირებისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადასცა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აფგან სადიგოვი შსს-მ 2025 წლის 22 ოქტომბერს დააკავა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის საფუძვლით და სასამართლომ მას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, სასამართლო, უკვე 19-21 ოქტომბრის ეპიზოდზე,  იმავე საფუძვლით მას 7 დღიანი  ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ამჯერად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აფგან სადიგოვს 2025 წლის  17-18 დეკემბერს ასკ-ის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული  სამართალდარღვევის  ჩადენას ედავება, რაც ტრანსპორტის ან/და ხალხის(ქვეითთა) გადაადგილების შეფერხებისთვის  პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან აფგან სადიგოვი, აქამდე იმავე საფუძვლით უკვე იყო სახდელდადებული, მისი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს  შეიცავს.

„ქართულმა ოცნებამ“  16 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა და  სსკ-ის 347-ე მუხლით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახდა შსს-ის მიერ დაშლილ აქციაში მონაწილეობა, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, ნიღბით სახის დაფარვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ცრემლსადენი საშუალების ტარება იმავე ქმედებებისთვის სახდელდადებული პირის მიერ.

მოგვიანებით, 12 დეკემბერს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებებით, “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-10, მე-111, მე-112 და მე-13 მუხლების რედაქცია შეიცვალა იმგვარად, რომ ახლა უკვე აიკრძალა ხალხის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნაც და განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ჩადენა, კვლავ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დარჩა.

ამ საფუძვლით, ბოლო  კვირებში, სასამართლომ რამდენიმე აქტივისტის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და საქმე რეაგირებისთვის შსს-ს გადაუგზავნა.

ამ ეტაპისთვის უცნობია, როდის დაიწყებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას და წაუყენებს თუ არა ბრალს მათ მშვიდობიანი პროტესტის აქტივისტებს. თუმცა  გზის გადაკეტვის საფუძვლით უკვე რამდენიმე თვეა წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული ერთ-ერთ აქტივისტს, რომელსაც, პროკურატურა, სწორედ სსკ-ის 347-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება.

დასაბუთება. ევროპული სასამართლოს სიტყვებით, “სისხლის სამართლებრივი ღონისძიებების [რაც ევროპული კონვენციის მიზნებისთვის მოიცავს ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის, ჯარიმებსაც] პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენება ყოველთვის განსაკუთრებულ დასაბუთებას საჭიროებს და მშვიდობიანი პროტესტი, პრინციპის დონეზე, არ უნდა იწვევდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების რისკებს”. 

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სასამართლოები შეფერხების “ხელოვნურობის” დასადგენად რაიმე განჭვრეტად სტანდარტს არ ეყრდნობიან და არც კი მსჯელობენ, თუ შეკრების მონაწილეების რა რაოდენობაა საკმარისი სატრანსპორტო მოძრაობის კანონიერი შეფერხებისთვის. შეკრების მონაწილეების დასჯის ამგვარი პრაქტიკა არღვევს კანონის გარეშე დასჯის აკრძალვის საბაზისო და აბსოლუტურ პრინციპსაც, რომელიც ევროპული სასამართლოს თანახმად, მოიცავს ინდივიდუალური ბრალის (mens rea) გარეშე დასჯის აკრძალვასაც. ამასთან, მსგავსი ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დამდგენ კანონმდებლობაში ცვლილებების სიხშირიდან და ვიწრო მიზნებიდან გამომდინარე, დარღვეულია სამართლის უზენაესობის სხვა – კანონის სტაბილურობისა და ზოგადი ბუნების შესახებ  – პრინციპებიც. 

რამდენიმე ტალღად დამძიმებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრად გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ და ეუთო-ოდირმა, რომლებმაც ისინი “შეკრების მშვიდობიან მონაწილეებზე”  სისტემური რეპრესიების ჭრილში განიხილა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ისევე როგორც სამართლის უზენაესობის პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. ეუთო-ოდირის ბოლო დასკვნაში ბუნდოვნად ფორმულირებული სამართალდარღვევებისთვის დამძიმებული სანქციები ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის [strict liability] ფორმად და პრევენციულ შეზღუდვად [prior restraint], უალტერნატივო/ავტომატური თავისუფლების აღკვეთის ზომები კი, განსაკუთრებით სახის ამოცნობის ტექნოლოგიებთან კომბინაციაში რუტინული გამოყენების გამო, სერიოზულ “მსუსხავ ეფექტის” მატარებლად იქნა შეფასებული. მეტიც, ეუთო-ოდირმა პირდაპირ მიუთითა სახელმწიფოს მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების არაავთენტურობაზე და რეალური მიზნებისა და აღსრულების პრაქტიკების უფლებრივ სტანდარტებთან შეუსაბამისობაზეც.

ეუთო-ოდირის შეფასებით, სისხლის სამართლის სანქციების დაწესება იმ ქცევის საპასუხოდ, რომელიც შეიძლება იყოს ლეგიტიმური და კანონიერი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გამოიწვევს თვითნებურ თავისუფლების აღკვეთას.

მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ “ქართული ოცნება” ყველა საშუალებით ებრძვის მშვიდობიან პროტესტს და შეკრების მონაწილეების მიმართ ფაქტობრივად სრულად საპატიმრო სანქციებზე ორიენტირებულ დასჯის მეთოდებს ირჩევს. განსაკუთრებულად პრობლემურია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინსტრუმენტალიზების შემდეგ სულ უფრო და უფრო აქტიურად იყენებს სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ.

ჯერ-ჯერობით აფგან სადიგოვისთვის გამოძიების დაწყების შესახებ ოფიციალურად არ უცნობებიათ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით,” – წერია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved