• რეკლამა
  • კონტაქტი
15:48, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აფგან მუხთარლი – პროკურატურას დღეს მივცემ ჩვენებას, როგორ მოხდა ჩემი გატაცება, რა უძღოდა მას წინ, ვაჩვენებ გატაცების ადგილსაც

ალია ავტორი - ალია
11:50 04-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

პროკურატურაში დღეს მივცემ ჩვენებას, თუ როგორ მოხდა ჩემი გატაცება და რა უძღოდამას წინ, ვინ მონაწილეობდა ამ ოპერაციაში. მე ვიცი, ვინ იყო ორგანიზატორი აზერბაიჯანული მხრიდან, – ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით, რომ ქართველი კოლეგები სამი წლის განმავლობაში მიცავდნენ. მე ყოველდღიურად ვგრძნობდი, რომ ქართველი ჟურნალისტები ჩემს გვერდით არიან. ასევე, მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, იმ რთულ პერიოდში, როდესაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა თბილისში, უბრალოდ, ხალხი მათ მხარს უჭერდა. პროკურატურაში დღეს მივცემ ჩვენებას, თუ როგორ მოხდა ჩემი გატაცება და რა უძღოდამას წინ, ვინ მონაწილეობდა ამ ოპერაციაში. მე ვიცი, ვინ იყო ორგანიზატორი აზერბაიჯანული მხრიდან. ასევე ვიცი, რომ ქართულ მხარეზე ეს იყო ორგანიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სასაზღვრო სამსახურის და ლაგოდეხში მდებარე საბაჟო პუნქტის უფროსის მიერ. მე ვაჩვენებ გატაცების ადგილს, ასევე იმას, თუ რა გზით წამიყვანეს აზერბაიჯანში და საიდან გადამცეს. გზის ნახევარს მე ვხედავდი თავზე ჩამოცმული ტომრის ნახვრეტებიდან“, – განაცხადა მუხთარლიმ.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ გატაცებაში მონაწილეთა სახელები და გვარები არ იცის, თუმცა მათი ამოცნობა ფოტოებით შეუძლია.

„საქართველოს პროკურატურისგან განსაკუთრებულად დიდი მოლოდინები არ მაქვს, რადგან ეს საქმე ჩაიდინა საქართველის მთავრობამ, ამის შესახებ იცოდა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, კვირიკაშვილი, ალბათ ამის შესახებ იცოდა ივანიშვილმა. ამიტომ, ქართული პროკურატურისგან განსაკუთრებულს არაფერს ველოდები. თუმცა, ბოლომდე უნდა მივიდეთ, უნდა მივცე ჩვენება. იურიდიული თვალსაზრისით, საქართველოს პროკურატურას წლის განმავლობაში უნდა მოვეწვიე თბილისში, უნდა მოეთხოვა ჩემგან დანაშაულის ადგილის ჩვენება და ინტერვიუ ჩამოერთმია, თუმცა მათ არაფერი გაუკეთებიათ. ციხეში ჩემი ყოფნისას საქართველოს პროკურატურა აცხადებდა, რომ ჩემთან შეხვედრას აზერბაიჯანული მხარე კრძალავდა. ახლა კი მე ერთ წელზე მეტია თავისუფალი ვარ. რამდენიმე თვის წინ თბილისში ჩამოსვლა მინდოდა, თუმცა ბერლინიდან არ შემომიშვეს. ეს გააკეთა ქართულმა ავიაკომპანიამ, როდესაც ჩემი ბილეთი გააუქმა და პრაქტიკულად საქართველოსი არ შემიშვეს. ჩემმა ადვოკატებმა ამ საქმით ევროპულ სასამართლოს უკვე მიმართეს“, – განაცხადა მუხთარლიმ.

აფგან მუხთარლის თქმით, თბილისში 10-15 დღით დარჩება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved