ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელვაჩაურში ძმის მკვლელობისთვის დაკავებულ რამაზ ლორთქანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე 10 ათასი ლარის გირაოს ითხოვდა.
ძმის მკვლელობისთვის დაკავებულმა დუმილი დაარღვია. 35 წლის რამაზ ლორთქანაძე დანაშაულს აღიარებს. ამტკიცებს, რომ მაშინ, როცა ძმას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა აფექტურ მდგომარეობაში იყო და მომხდარს ნანობს.
ფოტო – “ტვ პირველი”
კომენტარები