ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
,,როგორც მოსალოდნელი იყო, ქოცობამ ეუთოს უზარმაზარი დასკვნიდან და რეკომენდაციების გრძელი სიიდან ორი ფრაზა ამოიღო და აფრიალებს – ლგბტ თემის ჩაგვრის შეწყვეტაზე. ბუნებრივია, ამაზე ააგეს რიტორიკა, რომ აი, ეუთოსაც ჩვენი გადაგვარება უნდა და მოსკოვის მექანიზმის დასკვნაც ამ მიზანს ემსახურება. არადა, ეს თემა ანგარიშის და რეკომენდაციების ერთ პროცენტსაც არ შეადგენს. დანარჩენი ადამიანების წამებაზე, ჩაგვრაზე და ყველა ტიპის დარღვევაზეა – საარჩევნოდან დაწყებული სასამართლოთი დამთავრებული.
თუმცა, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, და დავუშვათ, მარტო ამ თემაზე ედავებიან. დასვნაში წერია:
“პრემიერ-მინისტრმა მომხსენებელს განუცხადა, რომ ეს კანონი არ იყო გამიზნული ვინმეს სტიგმატიზაციისთვის და რომ საქართველოს მთავრობა და საზოგადოება ტოლერანტულები არიან. მან კანონის მიღება დემოგრაფიული მიზეზებით ახსნა, რომლებზეც მისი თქმით უარყოფით გავლენას ახდენს “გარკვეული იდეოლოგიები“. (34–ე გვერდი)
ანუ, პრემიერად წოდებულმა ჩიჩილაკმა ეუთოს ფაქტიურად უთხრა, რომ შეშლილი ფაშისტია, რომელმაც გადაწყვიტა ლგბტ თემი “გამოასწოროს“ და ერის გამრავლების ფერხულში ჩართოს.
ამის მერე უკვირთ, ჰააგისკენ ვიზა რომ მისცეს”














კომენტარები