ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
ანუ, მთელი სერიოზულობით მსჯელობს ხალხი, 26–ში გავდივართ თუ არა და რატომ უნდა გავიდეთ? და თუ არ გავდივართ რას ვაკეთებთ აბა? ივანიშვილს ვაჩუქეთ და გავუფორმეთ დიქტატურა, რომ აქ დინასტიით იმეფოს კიდევ 50 წელი? მერე დასავლეთსაც უთხრას, მე რას მერჩით, აქ არავინ არაფერს არ აპროტესტებს, ყველაფერი კარგად არის, სიტუაციას ვაკონტროლებ და დამელაპარაკეთო? და გგონიათ მსგავსი სურათი თუ დაიხატა რეალურად და თუ ჩათვალეს, რომ აქ პროტესტი შეწყდა არ დაელაპარაკებიან? მორჩით ზედმეტ ტვინიკოსობას და თეორეტიკოსობას. პროტესტი როგორმე უნდა დარეფრეშდეს და განახლდეს, მიუხედავად სასტიკი რეპრესიებისა და ტროტუარზე დგომის გამო ხალხის დაჭერისა. თუ ამას ვერ შევძლებთ, ესეიგი ვეგუებით და ხვალ ამაზე უარესი ჯოჯოხეთი იქნება. არ გეგონოთ, რომ უარესი არ არსებობს. არსებობს. და თუ არ გავინძრევით, უარესზე უარესი არ დაილევა. ავწიოთ ერთი ადგილები და გავიდეთ 26–ში გარეთ. და მერეც, ყოველ შესაძლო თარიღზე. ვინც თეორიების ჩახუჭუჭებას დაიწყებს ამ თემაზე, მავნებელია. უბრალოდ დაახვევინეთ და დაიკიდეთ.














კომენტარები