• რეკლამა
  • კონტაქტი
19:33, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანტისანიტარია მარტივილის კანიონის ტერიტორიაზე – რა ფოტოებს ავრცელებს მწვანეთა მოძრაობა

ალია ავტორი - ალია
15:33 05-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს:

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებს წერილობით მომართა მარტვილის რაიონის ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა, მარტვილის კანიონის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ანტისანიტარიული მდგომარეობის გამო.

ორგანიზაციის წევრები, არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით ა/წ 18 მაისს გაემგზავრნენ ადგილზე სადაც მათ მიერ დაფიქსირდა:

1. ადმინისტრაციულ შესასვლელთან არსებულ კაფე-ბარის ტერიტორიაზე საკანალიზაციო და გამდინარე წყლების სისტემა მოუწესრიგებელია;

2. ამავე კაფე-ბარის გვერდით, მოწყობილია მინის ტარის არალეგარული ნაგავსაყრელი;

3. მუნიციპალურ ტერიტორიაზე მდინარე აბაშაში ,,ჩაყრილი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ატივნარებული ნაწილები მოედინება კანიონში;

რაც შეეხება გარემოს ვიზუალურ ნაწილს, სამწუხაროდ:

• კანიონის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო დახლები და ჯიხურები კუსტარული და არაესთეტიურია;

• მარტვილის კანიონის დაცული ტერიტორიის შიდა პერიმეტრზე არსებული –საცავი და წისქვილის ყოფილი შენობა, რომელიც ამჟამად გამოიყენება მხოლოდ კომერციული მიზნით, ასევე მოუწესრიგებელი და არაესთეტიურია.

გვინდა ავღნიშნოთ, რომ პანდემიიდან გამომდინარე ტურისტული ობიექტი დღეისათვის დახურულია და წერილში აღნიშნული სხვა საკითხების შემოწმება ვერ მოხერხდა.

მარტვილის კანიონი, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია და მეტი ვიზიტორის მოზიდვის მიზნით, აუცილებელია მისი მოწესრიგება, რათა დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდეს ესთეტიურ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში დასვენება. ამისათვის კი, აუცილებელია სახელმწიფომ შეიმუშაოს კონცეპტუალური მიდგომა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები მზად ვართ, კანიონის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციას ქმედითი დახმარება გავუწიოთ დაცულ ტერიტორიამდე მდინარე აბაშაში ჩაყრილი ნარჩენებისთვის ,,ნაგავდამჭერი სისტემის“ დამონტაჟებისათვის“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved