• რეკლამა
  • კონტაქტი
22:51, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანსამბლი “მართვე” საერთაშორისო ქორეოგრაფიული კონკურსის გამარჯვებულია – დებიუტი ნომერი და 2 მთავარი ჯილდო ერთდროულად – გრან პრი და სუპერ გრან პრი

ალია ავტორი - ალია
19:24 06-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
703
თურქეთში გამართულ საერთაშორისო, ქორეოგრაფიული ხელოვნების კონკურსში ანსამბლმა “მართვემ” გაიმარჯვა.
ანსამბლი 1993 წელს ბადრი სირაბიძემ დაარსა, სამწუხაროდ, იგი 3 წლის წინ გარდაიცვალა და ახლა მისი შვილები, დავით და დარო სირაბიძეები წარმატებით აგრძელებენ მამის დაწყებულ საქმეს.
ბათუმში უკვე არაერთი თაობა ჰყავს ანსამბლს გამოზრდილი, არაერთი კონკურსის თუ ფესტივალის პრიზიორია, თუმცა, 2025 წლის ივნისში, თურქეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა გოგო–ბიჭების ის ჯგუფი, რომლის სრული უმრავლესობა, არათუ პირველად წარსდგა მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო კონკურსში, არამედ, საერთოდ, პირველად წარსდგა მაყურებლის წინაშე. ანსამბლის ამ ჯგუფისთვის, ეს წარდგენა დებიუტი იყო.
ანსამბლმა ქალ–ვაჟთა მთიულური აჩვენა მაყურებელს და ჟიურის.
ანსამბლის დებიუტი იმდენად წარმატებული იყო, რომ ერთდროულად გრან პრით და მთავარი ჯილდოთი, სუპერ გრან პრით დაჯილდოვნენ.
როგორც დარო სირაბიძე გვიყვება, როცა გაიგეს, ანსამბლი გრან პრით დაჯილდოვდა, ჩათვალეს, რომ მთავარი ჯილდო, სუპერ გრან პრი, სხვა ანსამბლს ერგო, ამიტომ, ორმაგად გასაოცარი და სასიხარულო იყო, როცა მოულოდნელად მეორე ჯილდოს მფლობელადაც “მართვე” დასახელდა.
ერთი შეხედვით, მეტი რაღა უნდა მოხდეს, დებიუტით წარსდგა ჯგუფი, აიღო ორი უდიდესი ჯილდო, თუმცა, კიდევ იყო ერთი სიურპრიზი. როგორც აღმოჩნდა, ჟიური იმდენად მოიხიბლა, რომ ჯიურის ერთ–ერთი წევრის გადაწყვეტილებით ანსამბლის ხელმძღვანელებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
თეგები: ანსამბლი მართვე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved