უბედური შემთხვევა ბაღდათში – სოფელ როკითში, კაშხალზე ახალგაზრდა დაიღუპა.
“ინფო იმერეთს” ადგილობრივები უყვებიან, რომ მამაკაცი კაშხალთან ანკესით თევზაობდა და დენმა დაარტყა.
“ანკესით თევზაობდა კაშხალთან და დენი გადასულა და ეს საშინელება მოხდა. მთელი მუნიციპალიტეტი გლოვობს”, – “უთხრა “ინფო იმერეთს” გარდაცვლილის ახლობელმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები