“რატომ არ იღებს ხმას კულტურაზე და ხელოვნებაზე „გულდათუთქული“ მომიტინგე ინტელიგენცია?” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას, ხელოვნების მუზეუმიდან დაკარგული ექსპონატების შესახებ.
ანჯაფარიძე ეჭვობს, რომ ექსპონატები უკვე გატანილია ქვეყნიდან.
“ხელოვნების მუზეუმიდან 21 ექსპონატის, მათ შორის ჩვენი ეროვნული საგანძურის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და მოსე თოიძის ნახატების „დაკარგვაზე“ რატომ არ იღებს ხმას კულტურაზე და ხელოვნებაზე „გულდათუთქული“ მომიტინგე ინტელიგენცია?
მათ შემხედვარეს, 1993 წელს თბილისის აეროპორტში შევარდნაძის ფრთოსანი სიტყვები გამახსენდა, „მადლობა ჩვენს ინტელიგენციას იარაღი რომ აიღო ხელში დიქტატურასთან საბრძოლველადო.“ ეს ინტელიგენციაც ელოდება ავტომატების დარიგებას. ტყუილად გგონიათ რომ ხელი აუკანკალდებათ.
გამოძიება იმედია დაადგენს ყველაფერს, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს ექსპონატები უკვე გატანილია ქვეყნიდან და სარფიანად გაყიდული.
ცნობისათვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა.
თეა წულუკიანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთან გამართული აქციის მონაწილეებზე საუბრისას აღნიშნა. წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა მუზეუმის გათავისუფლებულ თანამშრომელზე, რომელიც, მისი თქმით, სავარაუდოდ აქციის მონაწილეც იყო. საუბარია ნინო ხუნდაძეზე, რომელიც ფერწერის ფონდს ხელმძღვანელობდა.














კომენტარები