• რეკლამა
  • კონტაქტი
21:51, ოთხშაბათი, 7 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანი ნადარეიშვილი ომბუდსმენს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
11:48 01-06-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

თავდცვის ექს-მინიტრის, ბაჩო ახალასიას მეუღლემ სახალხო დამცველს ოფიციალურად მიმართა – საგანგებო წერილში ანი ნადარეიშვილი დეტალურად წერს, რომ მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღვა არასრულწლოვანი შვილის უფლებები, ასევე საუბრობს სუს-ის შენობაში ახალაიაზე განხორციელებულ ტერორზე, როდესაც ექს-მინიტრის თქმით, მისგან აღიარებას და მისი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, წინააღდმეგ შემთხვევაში კი მეუღლის დაკავებით ემუქრებოდნენ.

ნადარეიშვილი ამ ყველაფრის შეწავლას და სახალხო დამცველის აპარატისგან რეაგირებას ითხოვს – განცხადება იოსელიანის აპარატში უკვე შესულია.

ახალაიას მეუღლე სასამართლო პროცესების გასაჯაროვებას და მისი სამართლებრივი სტატუსის ოფიციალურად განსაზღვრასაც ითხოვს.

წერილში ანი ნადარეიშვილი ომბუდსმენს წერს, რომ მას როგორც ადვოკატს საქმინობას უზღუდავენ.

მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა დახურა სასამართლო, საზოგადოებას შევპირდი, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ საჯაროდ და ჩემი ყველა მოქმედება იქნება გამჭირვალე, ამიტომ ვდებ ჩემს განცხადებას, რომლითაც დღეს მივმართე ომბუდსმენს და აქვე მინდა ჩამოვწერო მიზეზები რატომ ვაკეთებ ამას:
1. რეჟიმი და მისი მსახურნი მომავალში პასუხს აგებენ საკუთარ ქმედებებზე, თითოეული წერილი არის დოკუმენტი, მტკიცებულება, კვალი.
2. მე ვაიძულებ მათ, დატოვონ სამართლებრივი და ისტორიული ჩანაწერი და ჩემი წერილები არ არის თხოვნა — ეს არის ფიქსირება: ვინ როდის რა დაარღვია.
რეჟიმები მიდიან, დოკუმენტები რჩება!
3. მე ვმოქმედებ კანონის ფარგლებში, მათ კი ვამხელ კანონის დარღვევაში როცა არ მპასუხობენ, როცა არ მაძლევენ უფლებას, როცა მაჩუმებენ და ეს მათი დანაშაულია და არა ჩემი სისუსტე.
4. ეს წერილები საერთაშორისო პროცესების საფუძველია, არ არსებობს საერთაშორისო ინსტანცია, რომელიც რეაგირებს სიტყვებზე. რეაგირებენ მტკიცებულებებზე. ჩემი ყველა მიმართვა არის მომავალი სარჩელის ნაწილი.
5. მე არ ველოდები მათ სამართლიანობას , მე ვაშიშვლებ მათ უსამართლობას და
ვწერ არა იმიტომ, რომ მჯერა მათი,
ვწერ იმიტომ, რომ საზოგადოებამ და მსოფლიომ დაინახოს, თუ როგორ მოქმედებს რეჟიმი, როცა მას პასუხის გაცემას სთხოვენ.
ეს არის წინააღმდეგობის სამართლებრივი ფორმა და ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ისინი ვეღარ გაექცევიან.
არ ვთანამშრომლობ რუსებთან!!!”, – წერს ნადარეიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved