• რეკლამა
  • კონტაქტი
22:45, ორშაბათი, 11 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ანგიოქირურგი გაგა კეშელავა ანგიოლოგიურ პრობლემებსა და მათი თავიდან არიდების საინტერესო რეკომენდაციებზე

ალია ავტორი - ალია
20:49 03-23-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,937

წარმატებული ანგიოქირურგი, კლინიკა ჰელსიკორის სისხლძარღვთა ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელი –  გაგა კეშელავა,  რომელსაც კარგი განათლება და გამორჩეული პროფესიონალიზმი გამოარჩევს, როგორც პაციენტებში, ისე სამეცდიცინო წრეებში საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია. მის პროფესიულ პრაქტიკაში არაერთი რთული და დასამახსოვრეებლი შემთხვევაა, რაც მისთვის უკვე ყოვედღიურობის ნაწილია.

გაგა კეშელავა: 2002 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, საფრანგეთში ქალაქ მარსელში  გავიარე რეზიდენტურის კურსი სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებით, სწორედ იქ მოხდა ჩემი სპეციალობის არჩევა, ვინაიდან სისხლძარღვთა ქირურგია მრავალრიცხოვანი ოპერაციის სახეოებებს მოიცავს და ძალიან მრავალფეროვანი დარგია, გადავწყვიტე ამ მიმართულებით წავსულიყავი. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ  ავიღე დამოუკიდებლად მუშაობის ლიცენზია და   საკმაოდ დიდი პერიოდი ვიმუშავე ქალაქ ქუთაისში ანგიოლოგიის მომართულებით, 2018 წელს დავბრუნდი თბილისში და დღემდე უკვე აქ ვაგრძელებ აქტიურ პროფესიულ საქმიანობას.

_ ძირითადად რა ჩივილებით მოდიან პაციენტები თქვენთან?

_ ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც სისხლძარღვთა დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია სისხლძარღვთა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, რაც როგორც წესიგენეტიკური წინასწარაგანწყობის და  ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ვითარდება ესაა-არაჯანსაღი კევბა და თამბაქოს მოხმარება.  სისხლძარღვთა მაობლიტირებელ ათეროსკლეროზს აქვს მრავალფეროვანი გამოვლინება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რომელია კონკრეტულ პაციენტის სამიზნე, ზოგს  ქვემოკიდურების პრობლემა აქვს, ზოგს თავის ტვინის იშემიური ინსულტის ეპიზოდები, ზოგს უვითარდება აორტის ენევრიზმა, რაც დროთა განმავლობაში შესაძლოა გასკდეს და ძალიან ცუდი გამოსავალი დადაგეს.

_ განვითარების თვალსაზრისით რა მდგომარეობაა დღეს ანგილოგიის მიმართულებით საქართევლოში?

– საქართველოს ყავს ძალიან მაღალკვალიფიციური სისხლძარღვთა ქირურგები, რომლებიც ძალიან მაღალ დონეზე ფლობენ სისხლღაღვთა ქირურგიის ოპერაციულ ტექნიკას. რაც შეეხება ტექნოლოგიებს, ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ მსოფლიო მედიცინის დონეს, მოგეხსენებათ მაღალი ტექნოლოგიები დაკავშირებულია დიდ ფინანსებთან და ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენ  განვითარებადი ქვეყანა ვართ, ამ ყველაფრის ანაზღაურება მეტნაკლებად რულია, მაგრამ,  საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ რომ ის რაც კეთდება საზღვარგარეთ, დღეს ჩვენთანაც კეთდება და ჩვენს პაციენტებს არ უწევთ კონკრეტული ჩარევების გამო  სხვა ქვეყანებში წასვლა.

_ენდოპროთეზირებს თუ აკეთებთ?

_ენდოპროთეზირება გულმკერდის აორტის ანევრიზმებზე და  მუცლის აორტის ანევრიზმებზე  აქტიურად კეთდება ჩვენთან და შეიძლება ითქვას, დღეს ეს რუტინული ოპერაციებია ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირია, სახელმწიფომ აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა და საკმაოდ დიდი პროცენტით აფინანსებს ამ ოპერაციებს.

_რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის,  რომ არ განივითარდეს ეს დაავადება?

_ამისი ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს, მაგრამ ძირითადი რეკომენდაციაა უარი ვთქვათ თამბაქოს მოხმარებაზე, ასევე კვების რაციონიდან ამოვიღოთ ცხიმიანი საკვები, ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი, ხორცის ნახარშები, რძის ნაწარმი (ხაჭოს გამოკლებით) ეს ყველაფერი საკმაოდ დატვირთულია ქოლესტერინით.  სასარგებლოა თევზეული, საქონლის მოხარშული ხორცი, კანგაცლილი ქათმის მოხარშული ხორცი,  ხილი, ბოსტნეული.

 ­_პოსტკოვიდური გართულებების პრევენციისთვის რას ურჩევთ პაციენტებს?

_ დაკვირვებებმა გაჩვენა, რომ წინამორბედი შტაქმები ხშირად იწვევდა სხვადასხვა გართულებებს, მათ შორის  სისხლის შედედებას, შედარებით ხშირი იყო ქვემოკიდურების ღრმავენების თრომბოზი, რაც ზოგიერთ შემთხევაში რთულდებოდა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით, ამიტომ ვაძლევდით პაციენტებს რეკომენდაციას, რომ კოვიდის პერიოდში  პროფილაქტიკის მიზნით მიეღოთ სისხლის გამათხელებელი საშუალებები, საუბარია დაბალფრაქციულ მედიკამენტებზე.

_რას ურჩევთ მათ, ვისაც სამსახურიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში ძირითადად პასიურ მდგომარეობაში უწევთ ყოფნა?

_ადამიანებს რომლებსაც დღის განმავლობაში ხანგრძლივი დროით უწევთ პასიურ მდგომარეობაში ყოფნა-ჯდომა, ეს ყველაზე არახელსაყრელი მდგომარეობაა ვენებისთვის და ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ჩამოუყალიბდეთ ქრონიკული ვენური უკმარისობა, რაც ქვემო კიდურების სიმძიმის და დალილობის შეგრძნებით ვლინდება, ასევე აღინიშნება ზომიერი შეშუპება წვივის სა კოჭწვივის არეების, თუმცა შემდგომშ შესაძლოა ეს უკვე  ანატომიური ცვლილებებითახც გამოიხატოს,  საუბარია ვარიკოზულ ვენებზე. ამიტომ ასეთ ადამიანებს ვისაც აქვთ ჭარბი წონა, ან უწევთ დიდხანს ჯდომა დღის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში პირველი რეკომენდაციაა ელასტიური გეტრის ტარება სისტემატურად, რაც მისცემს მათ კომფორტის და სიმსუბუქის შეგრძნებას. ასევე მნიშვნელოვანია ფეხით გავლა და ვარჯიში.

_ოპერაცია რომელიც დღემდე შთამბეჭდავია თქვენთვის, სირთულიდან გამომდინარე?

_სისხლძარღვთა ქირურგიაში ერთ-ერთი რთული ნოზოლოგია აორტის თორაკოაბდომინალური ანევრიზმაა, როდესაც ანევრიზმა ვრცელდება როგორც გულმკერდის ასევე მუცლის აორტაზე, ამ დროს კეთდება წარმოუდგენლად მასშტაბური ოპერაცია და როდესაც  ამ ოპერაციას აკეთებ და პაციენტი ეწერება სახლში, რა თქმა უნდა, დასამახსოვრებელია.

ნინო მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ

22:38 08-11-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს
ახალი ამბები

როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს

14:35 08-11-2025
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

12:32 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved