ანექსირებულ ყირიმში რუსი ოკუპანტების ნავთობის საცავი იწვის, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით ხანძარი დილის 6 საათზე სოფელ კრასნოგვარდეისკოევში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 800 კვ.მ-ია.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
კომენტარები