• რეკლამა
  • კონტაქტი
20:24, ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანდრია პირველწოდებული საქართველოში

ალია ავტორი - ალია
15:36 05-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
427

12 მაისს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე პირველად ბერძნულ მწერლობაში ჩნდება IX საუკუნის მეორე ნახევარში და საქართველოშიც აქედანაა შემოსული X-XI საუკუნეებში. ამ წყაროზე დაყრდნობით, ქართულ ძეგლებში პირველი გარკვეული ინფორმაცია წმინდა ანდრიას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ გიორგი მთაწმინდელს (XI საუკუნის მეორე ნახევარი) მოეპოვება. იგი საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს თვლიდა და ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობის დროს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის უფლებას ამ ცნობაზე დაყრდნობით ამტკიცებდა.

წმინდა ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ ეწოდა მას პირველწოდებული. ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და გალილეის ტბაში თევზაობდა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხმა ქუხილივით გაისმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. „აჰა, ტარიგი ღმრთისა“ – მაცხოვრის გამოჩენისას წმინდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს ამ სიტყვებით მიმართა, რის შემდეგაც ორივე მათგანი იესოს გაჰყვა. ანდრიამ მესიის პოვნა ძმასაც ახარა, იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა.

ძმები განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და აღდგომის მოწმენიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ანდრიას ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი ყრმა იესოთი გამოისახა. ეს სიწმინდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი აკურთხა. წმინდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ შავიზღვისპირეთს მიაშურა და „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმინდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას.

ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და იქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდება ამ მთას „რკინის ჯვარი“).

ფერსათის შემდეგ მოციქული სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. სოფელში არაერთი სასწაული აღავლინა, მოაწყო ეკლესია, სადაც მცირე ეკვდარში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმის მოლოცვის შემდეგ წმინდა ანდრია სვიმონ კანანელსა და მატათასთან ერთად კვლავ საქართველოში დაბრუნდა და ქრისტიანობა ქართლში, სამეგრელო-სვანეთსა და აფხაზეთში იქადაგა. წმინდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა – მდინარე დნეპრს იმ ადგილამდე აჰყოლია, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს, ჯვარი აღუმართავს და უწინასწარმეტყველებია, ამ ადგილას დიდი ქალაქი აშენდებაო.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო. წმინდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი – ეგაეტი კვლავ ცრუ ღვთაების ერთგული რჩებოდა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმინდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს, ჯვარზე თავისით ავიდა. მისთვის ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი ანდრია. წმინდა მოციქულმა ორი დღე იქადაგა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს წმინდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა ჯვრიდან მისი ჩამოხსნა მოითხოვა. ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმინდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ცდილობდნენ ძელიდან მის ჩამოხსნას, მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ მის წინ შეკრებილი მორწმუნეები დალოცა და თავისი ნეტარი სული უფალს მიაბარა.

2002 წლის 15 აგვისტოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საქართველოს საპატრიარქოს საჩუქრად გადაეცა.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე და ეროვნული დღესასწაულია. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ და წმინდა სინოდმა 2018 წელს მიიღო.

ანდრია პირველწოდბულის სახელობის მონასტერი (ლურჯი მონასტერი) თბილისში, ვერის პარკთან. ალექსეი მუხრანოვის ფოტო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

15:42 05-15-2025
თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში
ახალი ამბები

თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

14:26 05-15-2025
როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება
ახალი ამბები

როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება

07:00 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved